„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №838
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებ ით (სსმ III, 2005 წ., №38, მუხ. 399) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-8 პუნქტი.
2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11.
1. ამ ნუსხის პირველი მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს მთავარი სამმართველოს უფროსის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით.” .
3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეების (გარდა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შტატგარეშე მოსამსახურეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მოადგილეების მიერ საკურატორო სფეროების მიხედვით, ხოლო მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფების შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.” .
4. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის31 მუხლი :
„მუხლი 31.
1. მე-3 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს კურატორი მ ი ნისტრის მოადგილის ბრძანებით, მათი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით.
2. მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში მე-3 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში მოვალეობის დაკისრება ხდება მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით.
3. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარ სამმართველოებში, ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში და სამხარეო მთავარ სამმართველოებში შემავალი ნუსხის მე-3 მუხლით განსაზღვრული თ ანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს ამავე მთავარი სამმართველოს უფროსის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით.” .
5. მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნ ე ს შენიშვნა.
6. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები:
„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებს (ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეების გარდა) უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ვადიანი სამხედრო საკონ ტრ აქტო სამსახურის გასავლელად მოქალაქეებს ჩარიცხავს, უმცროს სპეციალურ წოდებას მიანიჭებს, ვადიანი საკონტრაქტო სამსახურიდან ამორიცხავს, სამსახურიდან დათხოვნის ა ს „რიგითის “ სამხედრო წოდებას მიანიჭებს და ჩარიცხავს სამხედრო ძალების რეზერვში ამავე დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებს უმცროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.” .
7. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა პირს შეიძლება დაევალოს სამინისტროს დეპ ა რტამენტის ხელმძღვანელის (გარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორისა) , სამინისტროს მთავარი სამმართველოს, სამინისტროს სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამსახურის უფროსის ბრძანებით, მათი არყოფნის შემთხვევაში ამავე დანაყოფის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ან დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილის ბრძანებით. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს (მე-5 მუხლით განსაზღვრულ პირებს) დროებით მოვალეობას აკისრებს კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი.” .
8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფში ან მინისტრის საკურატოროში შემავალ ერთ-ერთ დანაყოფში სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, ტერიტორიული ორგანოდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან მოსამსახურეთა (ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა) თანამდებობრივი გადაადგილე ბ ა (დანიშვნა-გათავისუფლება) ხდება მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო მისი არყოფნისას მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით.” .
9. ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:
„მუხლი 15.
35 წელს გადაცილებული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების ბრძანებას გამოსცემს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მინისტრის მოადგილე საკურატორო სფეროების მიხედვით, ხოლო მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში მინისტრის პირველი მოადგილე, მისი არყოფნისას მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.” .
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მერაბიშვილი