„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№530
სარეგისტრაციო კოდი
200220010.22.033.014809
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 05/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.014.809

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №530

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.08, №187, მუხლი 2015) დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №1) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. TIR წიგნაკის მოსახევი ფურცლები ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი და მეორე მოსახევი ფურცლები (თეთრი) (მწვანე) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრში;

ბ) ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) პირველი მოსახევი ფურცელი (თეთრი) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრში;

ბ.ბ) მეორე მოსახევი ფურცელი (მწვანე) თან მიყვება საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების ადგილამდე, საქონლის გაშვების შემდგომ რჩება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრში;

ბ.გ) შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრი უზრუნველყოფს TIR წიგნაკის კონტროლზე აყვანის ეგზემპლარის (თეთრი ფურცლის) მიღების რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში გადაგზავნას შემოსავლების სამსახურის იმ რეგიონულ ცენტრში, რომლის სტრუქტურაში შემავალმა საბაჟო ორგანომაც მოახდინა შესაბამისი TIR წიგნაკის გამოყენებით განხორციელებული გადაზიდვის კონტროლიდან მოხსნა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2010.
როდის იქნა მიღებული „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №530. სარეგისტრაციო კოდი — 200220010.22.033.014809.
რამდენი მუხლისგან შედგება „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №530, 30.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 200220010.22.033.014809 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1026365/