„მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.812
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №534
2010 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №105 ბრძანებით (სსმ III, 18.02.2010წ., №19, მუხლი 230) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილება;“.
2. მე-3 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოტანილი საქონლის ქვეყნის შიდა სივრცეში მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანო. მათვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარედგინება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორ-ციელებელი ორგანიზაციის ანგარიშები და შესაბამისი განმარტებები საქონლის მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“, „შ“, 265-ე მუხლის „ვ“ და 2705 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის (უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნკიური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრეთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ქვეყნის სივრცეში ახორციელებს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV და XVIთავების შესაბამისად.
4. საქონლის მიზნობრივად გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი ითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად, რის თაობაზეც წერილობითი შეტყობინება ტერიტორიული ორგანოს მიერ ეგზავნება შემოსავლების სამსახურს.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“ და „ჯ“ ქვეპუნქტებში, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში, 2705 მუხლის „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის (საერთაშორისო საავიაციო ან/და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების; საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს; განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის; ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის; მისართების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების) მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ახორციელებენ და ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების საკითხს წყვეტენ შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მიზნობრივი დანიშნულების სტატუსის გაუქმება
1.შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანო საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის (ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, გრანტის სტატუსი) გაუქმების თაობაზე წერილობით აცნობებს შემოსავლების სამსახურს.
2. თუ არ შესრულდება და შეიცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“, „შ“, 265-ე მუხლის „ვ“ და 2705 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის მიზნობრივი გამოყენების პირობები, შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანო წერილობით შეტყობინებას უგზავნის შემოსავლების სამსახურს.“.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) თუ საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს მიერ საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის გაუქმების დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი