„საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.814
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №536
2010 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებით (სსმ III, 10.01.08წ., №3, მუხლი 46) დამტკიცებულ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
დათვალიერებას (სკანირების გარეშე) ახორციელებს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელე (შემდგომში – საბაჟო მოხელე), ხოლო სკანირებას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამისი ჯგუფის წევრი (შემდგომში – საბაჟო მოხელე).“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) განახორციელოს სკანირება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადგილზე რენტგენ-სკანერის ექსპლუატაციის წესებით განსაზღვრულ ვადაში;
გ.ბ) ასახოს სკანირების მეშვეობით მიღებული სურათი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ელექტრონულ აღრიცხვის მოწმობაში (შემდგომში – მოწმობა) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით;“.
3. მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რენტგენ-სკანერის მეშვეობით – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადგილზე საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშუალებით დათვალიერება არ განხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი პირის გადაწყვეტილების, ან რენტგენ-სკანერის გაუმართაობის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 30.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №536. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.014814.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №536, 30.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014814 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1026703/