„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№212
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 28/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2010 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საბჭოს თანათავმჯდომარე

რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი აბდუშელიშვილი   – სსიპ – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“-ს აღმასრულებელი დირექტორი

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ ბალავაძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული  პოლიტიკის,  თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ირაკლი კვაშილავა – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

კობა სუბელიანი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

დიმიტრი შაშკინი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური