,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №167
2008 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხლი 332) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა წვევამდელმა განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს. განცხადების მიღების საფუძველია სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა რიცხოვნობას და კანდიდატთა შერჩევის პერიოდს“;
ბ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. განცხადება მიიღება მხოლოდ კანდიდატის მიერ წვევამდელის მიწერის მოწმობის (სათანადო ჩანაწერებით) წარმოდგენის შემთხვევაში, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში წარსადგენად ეძლევა ცნობა მისი სპეციალურ შესწავლაში აყვანისა და საკონტრაქტო სამსახურში შესაძლო ჩარიცხვის შესახებ“;
გ) დებულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი, საკადრო აღრიცხვის ანკეტის შევსებიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, სამსახურის კადრების სამმართველოს სავალდებულო წესით წარუდგენს თავისი და ახლო ნათესავების დაბადების და ქორწინების მოწმობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების ცნობის, დიპლომის ან ატესტატის ასლებს, აგრეთვე შრომის წიგნაკს, ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, ფორმა №1, ფოტოსურათებს 3X4 და 9X12, 2-2 ეგზემპლარს (ელექტრონული ვერსიით), ცნობას სასწავლებლიდან, ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი პოლიკლინიკიდან, გულმკერდის რენტგენოსკოპიას, ცნობებს ფსიქონევროლოგიური და ნარკოლოგიური დისპანსერებიდან აღრიცხვის შესახებ.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 28.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №167. სარეგისტრაციო კოდი — 140.080.000.08.002.004.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №167, 28.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102700/