„საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№614
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.014910
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 93, 30/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.910

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №614

2010 წლის 29 ივლისი

 ქ. თბილისი

„საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №148 ბრძანებით (სსმ III, 27.02.2006წ., №26, მუხ. 311) დამტკიცებულ „საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) საქონლის/მომსახურების მიმღები პირის რეკვიზიტების (დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი);”;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მე-13 სტრიქონში აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისას, თუ საქონლის/მომსახურების მიმღები ფიზიკური პირია და იგი უარს აცხადებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში აღნიშნულ გრაფაში ჩასაწერი რეკვიზიტების გაცხადებაზე, აღნიშნულ გრაფაში შესაძლებელია ჩაიწეროს ავტომობილის სერია და ნომერი.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესი

1. პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) ჩგდ-ის რეგისტრაციის მიზნით, წერილობითი განცხადებით ან ელექტრონული შეტყობინებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით (დანართი №1). ამასთან, ელექტრონული შეტყობინებით მიმართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის ან წარმომადგენლის ხელმოწერის ნაცვლად ჩაიწერება მისი სახელი და გვარი.

2. საგადასახადო ორგანოში წარდგენილ წერილობით განცხადებაში ან ელექტრონულ შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება (საქონლის მიმწოდებლის/მომსახურების გამწევის) საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) იურიდიული მისამართი;

გ) მითითება, რომ იგი აპირებს განახორციელოს საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულის მიღება მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) ჩგდ-ის მეშვეობით;

დ) დასარეგისტრირებელი დოკუმენტის რაოდენობა (ნომრების დიაპაზონი) და მათი გახარჯვის სავარაუდო პერიოდი.

3. წერილობით განცხადებას თან უნდა ერთოდეს ჩგდ-ის ნიმუშის ასლი და ტიპოგრაფიული ან შესაბამისი საწარმოს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ჩგდ-ების მოწოდების თაობაზე (შესაბამისი რაოდენობის და ნუმერაციის დიაპაზონის მითითებით) გაცემული დოკუმენტის ასლი, ხოლო ელექტრონულ შეტყობინებას აღნიშნული დოკუმენტების ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატის სახით).

4. საგადასახადო ორგანო:

ა) წერილობითი განცხადების ან ელექტრონული შეტყობინების და ჩგდ-ის ნიმუშის ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში წერილობით განცხადებას ან ელექტრონულ შეტყობინებას და ჩგდ-ის სარეგისტრაციო მონაცემებს (დანართი №2) ატარებს მონაცემთა ერთიან კომ-პიუტერულ ბაზაში. აღნიშნული ინფორმაცია მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული ბაზიდან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ყოველწლიურად (არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა) უნდა იქნეს ამობეჭდილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ბეჭდით, შემდგომში არქივში შენახვის მიზნით;

ბ) წერილობით განცხადების ან ელექტრონული შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი განმცხადებელზე გასცემს ცნობას ან უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას ჩგდ-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ (დანართი №3). საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ასევე ელექტრონული შეტყობინება წარმოადგენს ჩგდ-ების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის დამადასტურებელ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ჩგდ არ რეგისტრირდება და გადასახადის გადამხდელს 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ან ელექტრონული შეტყობინებით აცნობებს შესაბამისი ხარვეზების თაობაზე, რომლის გამოსწორების გარეშე არ მოხდება ჩგდ-ების რეგისტრაცია საგადასახადო ორგანოში.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი