ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №29
2010 წლის 29 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 16 სექტემბრის №01–40/813 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს № 11 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები.
2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.
3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის ი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილო ს და მოამზადო ს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
ა) განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ბ) სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი.
5. განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის„ა“ – „დ“ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
6. სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“–„ზ" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე