„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№259
2010 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, №49, III ნაწილი, მუხლი 712) დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრს მართავს ცენტრის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.“.
2. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს უფროსი.
5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე. უფროსის და მისი პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში უფროსის უფლება-მოვალეობებს მისივე დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 25 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" მიღებულია 25.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №259. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ", №259, 25.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1028012/