„სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №202
2008 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულებით (სსმ III, 2002 წ., №120, მუხ. 1065) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მიჩენილი უბანი
მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მართავს საქართველოს საპატრიარქო ან სახელმწიფო დაწესებულება, შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – სატყეო დეპარტამენტთან (შემდეგში – სატყეო დეპარტამენტი), საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან (შემდეგში – დაცული ტერიტორიების სააგენტო) ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.“;
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების თავშესაფრების მოწყობა, მათი ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრების მიზნით.“;
გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ განაცხადი წარედგინება, შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.“;
დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შეთანხმება
1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენაზე, შესაბამისად, სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის საკითხი სავალდებულოა შესათანხმებლად:
ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან (თუ ეს ტერიტორია მდებარეობს 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“;
ე) მე-9 მუხლის:
ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სათანადო ბრძანებულების გამოცემის შემთხვევაში იდება ხელშეკრულება სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირსა და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისათვის უფლებამოსილ ორგანოს, ანუ სატყეო დეპარტამენტს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის.“;
ე.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებისათვის ინფორმაციის მოპოვება, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც განეკუთვნება, შესაბამისად, სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას, ხორციელდება მიჩენით დაინტერესებული პირის დაფინანსებით.
4. სახელმწიფო ტყის ფონდის ისეთი ტერიტორიის მიჩენისას, რომელიც ესაზღვრება სახელმწიფო საზღვარს ან სასაზღვრო ზოლს, მიჩენის ხელშეკრულების პირობები უნდა შეუთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.“;
ვ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატყეო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით მიჩენილ უბანს მართავს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისათვის უფლებამოსილი ორგანო, ანუ, შესაბამისად, სატყეო დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი