„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №211
2008 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს საზღვაო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულების (სსმ III, 1999 წ., №27(34), მუხ. 493) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ნუსხას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:
„4. ყულევის საზღვაო ნავსადგური.“.
2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაატაროს სათანადო ღონისძიებები ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის, აგრეთვე ნავსადგურის საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის ფუნქციების განხორციელებისა და ყულევის საზღვაო ნავსადგურის უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურად გამოცხადების შესახებ ინფორმაციის „ზღვაოსანთა უწყებებში“ გამოქვეყნების უზრუნველსაყოფად.
3. ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს „საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №53 ბრძანებაში ყულევის ნავსადგურის და მისი აკვატორიის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე.
4. ბრძანებულება, გარდა ბრძანებულების პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.04.2008.
- როდის იქნა მიღებული „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
- „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 22.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №211. სარეგისტრაციო კოდი — 310.040.000.08.002.004..
- სად არის „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.04.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“, №211, 22.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.040.000.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102826/