"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2010 წლის 23 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ’’ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილის 2010 წლის 30 აგვისტოს №78 სამართლებრივი შენიშვნების შესაბამისად,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ‘ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №14 დადგენილებაში, კერძოდ:
ა) დადგენილების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილებები და განკარგულებები) მიიღება დამსწერეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი;
ბ) დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დებულების 101-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
2. დადგენილება ძლაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია