"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2010 წლის 29 სექტემბერი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მ1 ქვეპუნქტი:
„მ1) მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებაში; მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს; შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად იხილავს ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას; მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონის დარღვევებზე შეიმუშავებს და შესაბამის თანამდებობის პირებს რეაგირებისათვის უგზავნის რეკომენდაციებს.“;
ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ადამიანის უფლებების დაცვის სამუშაო ჯგუფი.“;
გ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ადამიანის უფლებების დაცვის სამუშაო ჯგუფი წინასწარ შეისწავლის და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხებს.“.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.
4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.09.2010.
- როდის იქნა მიღებული "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.09.2010. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.122.016002.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №48, 29.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1028408/