"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.122.016018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 11/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 64

ქ. წყალტუბო

2010 წლის 29 სექტემბერი

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №22 დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №22 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრევალს.  

4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი