„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.015.115
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება№689
2010 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში (სსმ III, 2006., №32, მუხ. 372) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ” ქვეპუნქტის, 971 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და 139-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად,“.
2. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულმა ორგანოებმა და სამსახურის სპეციალიზებულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2011 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ, ხოლო 2011 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისამდე.“.
მუხლი 2.
„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებით დამტკიცებულ „საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სსა-ების დალუქვა ხორციელდება იმ საგადასახადო ორგანოში, რომელშიც რეგისტრირებულია სსა.“.
2. ინსტრუქციის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვის წესი
1. სსა-ის პირველადი დალუქვა ხორციელდება მისი საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის პროცედურის დამთავრებისთანავე.
2. სსა-ის დალუქვას ახორციელებს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ ამ მიზნისათვის განსაზღვრული უფლებამოსილი თანამშრომელი.
3. სსა-ის დალუქვა ხორციელდება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს” (შემდგომში – სააგენტო) მიერ ამ კონკრეტულ მოდელზე რეკომენდირებულ ლუქის დასადებ ადგილებზე.
4. თუ სააგენტოს მიერ სსა-ს კონკრეტულ მოდელზე ლუქის დასადები ადგილი არ არის განსაზღვრული, საგადასახადო ორგანო სსა-ს ლუქავს იმ ადგილებში, რომელიც მაქსიმალური ალბათობით გამორიცხავს სსა-ის კორპუსის გახსნას ლუქის დაზიანების გარეშე.
5. ლუქი უნდა დაიდოს ისე, რომ ლუქზე არსებული აღნიშვნები (ლუქის ნომერი და საგადასახადო ორგანოს დასახელება) არ ემთხვეოდეს სსა-ის კორპუსის გამყოფ ჭრილს.
6. სსა-ის დალუქვა ხორციელდება სპეციალური დამცავი ნიშნების მქონე თვითწებადი ლუქით (შემდგომში – ლუქი) ამისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დაწებების გზით. ამასთან თვითწებად ლუქში გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი სახის წებო, რომელიც არ იძლევა სსა-დან ლუქის აძრობის საშუალებას დაზიანების გარეშე.
7. თვითწებად ლუქზე აღნიშნულ უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს დასახელება და ლუქის ნომერი.
8. სსა-ის პირველადი და შემდგომი (დაზიანების და სხვა შემთხვევებში) დალუქვა რეგისტრირდება სსა-ის დალუქვის ელექტრონულ ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი დანართი №1), სადაც აღინიშნება:
ა) გადამხდელის დასახელება;
ბ) სსა-ის განთავსების ადგილი;
გ) დადებული ლუქის ნომერი;
დ) ლუქის დადების თარიღი;
ე) შენიშვნა.
9. სსა-ის დალუქვის ჟურნალში შეიტანება მისი ყოველი ხელახალი დალუქვის შემთხვევები.
10. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, თუ მისი შეკეთება საჭიროებს ლუქის მოხსნას ან იმ შემთხვევაში, თუ ლუქი მექანიკურად დაზიანდა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრამდე (ხოლო ლუქის მექანიკური დაზიანების შემთხვევაში _ საგადასახადო ორგანოს მიერ სსა-ის ხელახალ დალუქვამდე) საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების თაობაზე წერილობითი (დანართი №2-ის შესაბამისად) ან ელექტრონული ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით გაუგზავნოს შეტყობინება საგადასახადო ორგანოს დაზიანების დაფიქსირებიდან გონივრულ ვადაში.
11. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული (წერილობითი) შეტყობინება უნდა ჩაბარდეს სსა-ის განთავსების ადგილის მიხედვით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
12. ლუქის მოხსნის ან ლუქის მექანიკური დაზიანების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ თუ არ იქნა უზრუნველყოფილი ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით საგადასახადო ორგანოს შეტყობინება, აღნიშნული ჩაითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
13. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს და ტექნიკური მომსახურების ცენტრს (ან სხვა სარემონტო საწარმოს) უფლება აქვთ ახსნან (ლუქის გაჭრის გზით) ლუქი ისე, რომ არ დაზიანდეს ლუქზე საგადასახადო ორგანოს დასახელებისა და ნომრის შემცველი ინფორმაციის განთავსების ადგილები და ამის შემდგომ უზრუნველყონ სსა-ების შეკეთების სამუშაოთა დაწყება.
14. სსა-ის შეკეთების (მასში დაზიანების მიზეზების აღმოფხვრის) შემდეგ, მისი ექსპლუატაციის დაწყებამდე, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სსა წარადგინოს საგადასახადო ორგანოში მისი ხელახალი დალუქვის მიზნით.
15. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში გაგზავნილ იქნა შეტყობინება სსა-ზე დადებული ლუქის მექანიკურად დაზიანების შესახებ, საგადასახადო ორგანომ ამ შეტყობინების მიღებიდან (გაგზავნიდან) 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სსა-ის განთავსების ადგილზე გასვლა და სსა-ის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული შესაბამისი ჩანაწერების ამობეჭდვის გზით იმის დადგენა, შეტყობინებაში მითითებული თარიღის შემდეგ გადამხდელის მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი სსა-ის გამოყენების ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი არ გამოვლინდა (ხოლო ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ), საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ადგილზევე უზრუნველყოფს სსა-ის დალუქვას.“.
3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი№2
შეტყობინება
საკონტროლო-სალარო აპარატის (ან მასზე დადებული ლუქის) დაზიანების შესახებ
_________________________________საგადასახადო ორგანოს (სრული დასახელება)
___________________________________________________________________________
(სამმართველო/განყოფილება/მთავარი ოფიცერი ადმინისტრციულ-ტერიტორიულ ერთეულში)
___________________________________________________________________________
(გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი)
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად გაცნობებთ, რომ
საკონტროლო-სალარო აპარატი მოდელი——, საქარხნო ნომერი——————, განთავსების ადგილი—————————————————————, სარეგისტრაციო №————— მიმდინარე წლის “———“ “——————“ ————სთ. ——წთ. დაზიანდა. დაზიანების აღმოფხვრა საჭიროებს სსა-ის გახსნას და შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის გაჭრას. შეკეთებამდე სსა-ის მაჯამებელი მრიცხველის ჩვენება (გაუნაშთავი ჯამი) შეადგენს———————, ხოლო ამ სსა-ზე ამობეჭდილი ბოლო Z ანგარიშის ნომერია———, თანხით———.
საკონტროლო-სალარო აპარატზე ———————————————————
(მოდელი, საქარხნო ნომერი, განთავსების ადგილი, სარეგისტრაციო ნომერი)
საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის მექანიკური დაზიანება მოხდა მიმდინარე წლის „———“ „——————“ ————სთ ————წთ. გთხოვთ, უზრუნველყოთ სსა-ის ხელახალი დალუქვა.
მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 971 მუხლის 51 ნაწილის შესაბამისად, შეჩერებულია.
გადასახადის გადამხდელი/მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ____________
(ხელმოწერა)
_______________
(თარიღი)