"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 39
2010 წლის 23 სექტემბერი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილებით დამტკიცებულ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).“;
ბ) დებულების 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა“.
გ) დებულების 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი ჩატარების თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურ მოწვევას.“;
დ) დებულების 107-ე მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად გადაეცემა არა უგვიანეს მეორე დღისა.“;
ე) დებულების 137-ე მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს და ამავე საკრებულოს დებულებას“.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში (ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №31), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი