,,საქართველოს საპატრიარქოსათვის კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში მდებარე ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ მიჩენილი უბნის (10.0 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“
მიღების თარიღი 10.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №235
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 13/05/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2008 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში მდებარე ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ მიჩენილი უბნის (10.0 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.9pt .9in 56.9pt .9in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №235
2008 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში მდებარე ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ მიჩენილი უბნის (10.0 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში მდებარე ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში მდებარე ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ირგვლივ ხინოს №1 სამცველოში კვარტალ №8-ში უბანი №2-დან ფართობი 3.5 ჰა, კვარტალ №11-ში უბანი №1 და №2-დან ფართობი 4.4 ჰა, კვარტალ №1-ში უბანი №29-დან ფართობი 2.1 ჰა, სულ – 10.0 ჰა;
გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;
დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი