საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2010
ძალის დაკარგვა 24.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №97/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016014
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 04/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,255 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2010 მიღება
24.12.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .5in 56.75pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №97/ნ 2010 წლის 10 სექტემბერი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – „ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის “ შექმნის შესახებ “  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის №530 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“  თანდართული დებულება.     მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №110 /ნ -სსმIII,135,21.10.2010წ.,მუხ.1962 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „კონსტიტუციონალიზმის კვლევის და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი” (შემგდომში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო კოდი, ბეჭედი, ბლანკი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საბანკო ანგარიშები და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა რეკვიზიტები. 3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 4. ცენტრი სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს საკუთარი სახელით, იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს ხელშეკრულებებსა და გარიგებებს, გამოდის სასამართლოში შესაბამისი სტატუსით. 5. ცენტრის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, ათონელის ქ. №25. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №110/ნ-სსმIII,135,21.10.2010წ.,მუხ.1962     მუხლი 2🔗. ცენტრის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები 1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია: ა) ქვეყნის თანამედროვე, მდგრადი და სტაბილური განვითარების, დემოკრატიის, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ბ) სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა; გ) კონსტიტუციონალიზმის სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პოტენციალისა და მნიშვნელობის გაზრდა, აგრეთვე კონსტიტუციური სამართლის მეცნიერებაში ჩართული და დაინტერესებული პირებისათვის სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობა. 2. საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, ცენტრის ფუნქციებია: ა) პარლამენტის ფრაქციის, კომიტეტის ან პარლამენტის წევრის თხოვნით დასკვნის მომზადება პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე; ბ) პარლამენტში ინიციირებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნილი საორგანიზაციო კომისიის მუშაობის ხელშეწყობა; გ) საგანმანათლებლო საქმიანობით მოსახლეობის კონსტიტუციონალიზმის პრინციპების გაცნობა; დ) შედარებითი კონსტიტუციონალიზმისა და ეროვნული კონსტიტუციური სამართლის თემატიკის სამეცნიერო კვლევების ჩატარება, შესაბამისი რეკომენდაციების კომპეტენტურ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანოებსა და ორგანიზაციებისათვის გადაცემა; ე) სემინარების, კონფერენციების, ტრეინინგებისა და კონსტიტუციონალიზმის საზაფხულო სკოლის მოწყობა; ვ) შესაბამისი პროფილის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც მისი მიზნებიდან გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.     მუხლი 3🔗. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები არის: ა) საორგანიზაციო დეპარტამენტი; ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი; გ) სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; დ) სამეცნიერო საბჭო. 2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის ხელმძღვანელი. 3. საორგანიზაციო დეპარტამენტში არის: ა) იურიდიული, საფინანსო საკითხთა, საქმისწარმოებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. 4. საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში არის: ა) საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება; ბ) სამეცნიერო კვლევების განყოფილება. 5. სამოქალაქო განათლების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში არის: ა) კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილება; ბ) საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. 6. სამეცნიერო საბჭო არის სათათბირო სტრუქტურული ერთეული, რომლის შემადგენლობაში შედის ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები, დეპარტამენტის დირექტორები და განყოფილების უფროსები. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა. 7. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს იწვევს და მათ სხდომებს ხელმძღვანელობს ცენტრის ხელმძღვანელი. 8. ცენტრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სამეცნიერო საბჭოში შეიძლება მოწვეული იქნეს სხვა პირებიც.     მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის საქმიანობას უზრუნველყოფს ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. ცენტრის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს ცენტრის საქმიანობას; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებს; გ) ცენტრის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ცენტრის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, დებს შრომით ან სხვა სახის ხელშეკრულებებს; დ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე, სასამართლოში ან მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობის მიზნით, ანიჭებს წარმომადგენლობის უფლებებს; ე) ახორციელებს ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვასა და განკარგავს, პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის თანამშრომელთა ფინანსური ან სხვა სახის წახალისების თაობაზე; ვ) ხსნის ცენტრის საბანკო ანგარიშებს; ზ) ახორციელებს ცენტრის წარმომადგენლობას; თ) ადგენს ცენტრის საშტატო განრიგს შესაბამისი თანამდებობრივი სარგოების მითითებით, ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს; ი) ამტკიცებს ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს; კ) საჭიროების შემთხვევაში ცენტრის თანამშრომლების მიმართ იყენებს დისციპინური პასუხისმგებლობის ზომებს; ლ) იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის თანამშრომელთა, მათ შორის, ხელმძღვანელის, ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთ მივლინების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ნ) ახორციელებს ცენტრის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებას. 3. ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის ხელმძღვანელი. 4. ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ’’, „გ”, „ე” და „თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა) ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 5🔗. ცენტრის ქონება და ფინანსები 1. ცენტრს თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება. 2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. 3. ცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.     მუხლი 6🔗. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1.  ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ანხორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 2. სამინისტროს მიერ ცენტრის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს; ა)  კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის ცენტრის მიერ წარმოდგენის მოთხოვნას; ბ) ცენტრის ხელმძღვანელის არამართლზომიერი გადაწყვეტილების გაუქმებას; გ) თანხმობის მიცემას ცენტრის შემდეგ მოქმედებებზე: გ.ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; გ.ბ) სესხის აღება; გ.გ) თავდებობა; გ.დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; გ.ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების; გ.ვ) ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; გ.ზ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქმდებებზე, საჭიროა აგრეთვე საქრთველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია იმ აქტით, რომლითაც დამტკიცებულია ეს დებულება. 2. საჭიროების შემთხვევაში ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.