,,საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილი შილდის სატყეოდან წმინდა გიორგის სალოცავის მიმდებარედ მიჩენილი უბნის (23.0 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№237
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 13/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება№237

2008 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოსსაპატრიარქოსათვისსახელმწიფოტყისფონდისყოფილიშილდისსატყეოდანწმინდაგიორგისსალოცავისმიმდებარედმიჩენილიუბნის  (23.0 ჰაფართობი) გამოყოფისშესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილი შილდის სატყეოდან წმინდა გიორგის სალოცავის მიმდებარედ გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს წმინდა გიორგის სალოცავის მიმდებარედ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ყოფილი შილდის სატყეოდან კვარტალ №61-ში უბანი №6-დან 3.0 ჰა, უბანი №7-დან 1.0 ჰა, უბანი №8-დან 1.0 ჰა, უბანი №9-დან 2.0 ჰა, უბანი №11-დან 16.0 ჰა, სულ – 23.0 ჰა;

გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;

დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი