„სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.18.011.014.826
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №96/01
2010 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის № 35/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის № 35/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მზღვეველის და/ან საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილი სადაზღვევო რეზერვების ჩამონათვალი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული დღისათვის არსებული ნაშთების მითითებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმოწერილ უნდა იქნეს რეზერვის დათვლაზე პასუხისმგებელი პირის მიერ (სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით);“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპენსიო დაზღვევის რეზერვის ოდენობა სქემებისათვის, სადაც განსაზღვრულია საპენსიო შენატანის ოდენობა, შეესაბამება ჯამურ საპენსიო ვალდებულებას მონაწილეების მიმართ.“.
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის სხვა დამფუძნებლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე