„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში დამატების და ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№558
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.014841
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 08/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.014.841

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №558

2010 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში დამატების და ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებით (სსმ III, 13.11.09, №140, მუხლი 1614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:.

„ზ1) საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით წარმოდგენილი საგადახდო დავალებების რეგისტრაცია.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი – აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილების შესახებ საგადახდო დავალებების რეგისტრაცია; ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და ანგარიშგება; ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების მიმდინარე შემოსულობების ფარგლებში დაბრუნება, შემოსულობის სხვა სახეში გადატანა ან/და შეცდომის გასწორება, აღრიცხვა და ანგარიშგება; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების ორგანიზაციების მიხედვით აღრიცხვა, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში შესაბამისი შემოსულობის სახეების მიხედვით მიმართვა, გადამხდელისათვის უკან დაბრუნება და შეცდომით განთავსებული დეპოზიტური თანხის ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანა; დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საგადახდო დავალებების რეგისტრაცია და გადაგზავნა დოკუმენტური და ელექტრონული სახით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში; შემოსავლების სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა სახელმწიფო  დაწესებულებების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების ამონაწერების მომზადება და მიწოდება;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის  დეპარტამენტი – სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის ცნობარების შედგენა და განახლება ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციების მიხედვით; მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების  განწერისა და მის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების მიღება, შემოწმება, დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე; სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერის ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე; სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობების მიღება, დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე;  საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულებების პირველად დოკუმენტებთან იდენტურობის შემოწმება და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების რეესტრის მომზადება და წარდგენა მინისტრთან შესათანხმებლად; მინისტრის თანხმობის საფუძველზე ვალდებულებების დამტკიცება და საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე დაშვება; საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის და პირველად დოკუმენტებთან იდენტურობის შემოწმება და ავტორიზაცია; საგადახდო მოთხოვნების ელექტრონული რეესტრის შედგენა, და გაგზავნა ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების დეპარტამენტში  გასანაღდებლად; სავალუტო ოპერაციებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და ავტორიზაცია; საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ განსახორციელებელ გადახდებზე ფულადი სახსრების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილების შესახებ საგადახდო დავალებების შემოწმება და ავტორიზაცია; ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია;  მიმდინარე შემოსავლებიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ან/და სხვა შემოსულობის გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების დაბრუნების ან/და ბიუჯეტში მიმართვის შესახებ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი