„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№559
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.014840
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 08/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.840

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №559

2010 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული  ქვედანაყოფების  (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის  13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების  (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში (სსმ III, 13.11.09, №140, მუხლი 1616) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის დებულების (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და ანგარიშგება;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობისა  და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“.

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და ანგარიშგება;“.

2. ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის  დეპარტამენტის დებულების (დანართი №3):

ა) მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალებების შემოწმება და ავტორიზაცია;“;       

ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და დეპოზიტების დეპარტამენტის მიერ ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალებების შემოწმება და ავტორიზაცია;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.07.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №559. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.014840.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე, №559, 07.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.014840 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1030401/