ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.09.2010
ძალის დაკარგვა 02.02.2011
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.143.016012
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 15/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ზონა | ქუჩების დასახელება |
| ქ. ხაშურის პერიფერიული ზონა | პერიფერიულ ზონას მიეკუთვნოს ქალაქში არსებული ყველა დანარჩენი ქუჩა ცენტალურ და შუალედურ ზონებს მიკუთვნებული ქუჩების გარდა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.01.2011
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და შესაბამისი ზონირებისა და ზონირების კოეფიციენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 24.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Arial","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 28.3pt 27.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2010 წლის 30 სექტემბერი
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-10 მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი.
მუხლი 2🔗. ქონების გადასახადი
1. საწარმოთათვის /ორგანიზაციებისათვის/ – დასაბეგრ ქონებაზე გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1% ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისსა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 3 ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 2 ჯერ;
გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე –1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. ფიზიკური პირებისათვის დასაბეგრ ქონებაზე გარდა მიწისა გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის, ოჯახის მიერ, საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტით;
ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ით.
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით და დადგინდეს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის კარგი მიწებისათვის – 36 ლარი, მწირი მიწებისათვის – 20 ლარი;
ბ) ბუნებრივი საძოვრებისა და სათიბებისათვის: სათიბები – 4 ლარი, საძოვარი – 2 ლარი, გაკულტურებული სათიბები – 7 ლარი, გაკულტურებული საძოვარი – 3 ლარი.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით.
5. დადგინდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონების საზღვრები, გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოეფიციენტები და გადასახადის განაკვეთები:
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონები, მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტები და გადასახადის ოდენობა
ზონა
ქუჩების დასახელება
გადასახადის ოდენობა 1 კვ.მ. თეთრებში
ტერიტორიული კოეფიციენტი
ქ. ხაშურის ცენტრალური ზონა
რუსთაველის ქ., 26 მაისის ქ-მდე, მელიქიშვილის ქუჩის ნაწილი, სააკაძის ქუჩა აღმაშენებლის ქუჩამდე, ყაზბეგის ქ, 26 მაისის ქ-მდე, ტაბიძის ქუჩა ასათიანის ქუჩამდე, დ.მჭედლიშვილის ქ, ბესიკის ქუჩა, 1 მაისის ქუჩა, ტელიაფუსის ქუჩა, ძნელაძის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, კოსტავას ქუჩა ლესელიძის ქუჩის ასახვევამდე, ლესელიძის ქუჩა, სირბილაძის ქ., მარკოზაშვილის ქ., ნ.მაყაშვილის ქ., აღმაშენებლის ქ., წყაროს ქ., 9 აპრილის ქ., ნ.მაყაშვილის ქ.-ის ასახვევამდე, ფალიაშვილის ქ., გორკის ქუჩის ასახვევამდე, გორკის ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩა გორკის ქუჩის ასახვევამდე, ვახუშტის ქუჩა, კიევის ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, ზანიერის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე, ბორჯომის ქუჩა.
16.32
0.68
ქ. ხაშურის შუალედური ზონა
ძველი სასაფლაოს ტერიტორია,მარჯანიშვილის ქუჩა, სუმბათაშვილის ქუჩა, ანტონოვსკაიას ქუჩა, პაპუაშვილის ქუჩა, ევდოშვილის ქუჩა სუმბათაშვილის ქუჩამდე, გამსახურდიას ქუჩა, თავდადებულის ქუჩა, სუმბათაშვილის ქუჩის შესახვევამდე, შოლის ქუჩა, ცხვირაშვილის ქუჩა, ფარნავაზის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ბარათაშვილის ქუჩა, ინგოროყვას ქუჩა, ჩაიკოვსკის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, დევდარიანის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ტაბატაძის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩა, ნიკოლაძის ქუჩა, დ. ყიფიანის ქუჩა, ქვიშხეთის ქუჩა, თუმანიშვილის ქუჩა, წულუკიძის ქუჩა, ლომოურის ქუჩა, ხერხეულიძის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ასათიანის ქუჩა, მელიქიშვილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ტაბიძის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, გოგოლის ქუჩა, კოოპერაციის ქუჩა გოგოლის ქუჩამდე, ერისთავის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, ხეთაგუროვის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბარბაქაძის ქუჩასა და კოოპერაციის ქუჩას შორის, კილაბერიძის ქუჩა კოოპერაციის ქუჩის ასახვევამდე, გაბაშვილის ქუჩა, წმინდა ნინოს ქუჩა გაბაშვილის ქუჩის ასახვევამდე, სანაპიროს ქუჩა ხეთაგუროვის ქუჩის ასახვევამდე, დუმბაძის ქუჩის ნაწილი, გოგებაშვილის ქუჩა, ფოთის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, დადიანის ქუჩა, სვანიძის ქუჩა, ახალციხის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, გიორგობის ქუჩა, გელოვანის ქუჩა, დოდაშვილის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, საიათნოვას ქუჩა, თბილისის ქუჩა, გორის ქუჩა, თევდორე მღვდლის ქუჩა დუმბაძის ქუჩამდე და გრიბოედოვის ქუჩამდე, გრიბოედოვის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა, ომიაძის ქუჩა, არსენას ქუჩა, მგალობლიშვილის ქუჩა, დუმბაძის ქუჩა, ოსიაურის ქუჩა, კოსტავას ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, 9 აპრილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ჯაფარიძის ქუჩა, კიკვიძის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა.
13.68
0.57
ქ. ხაშურის პერიფერიული ზონა
პერიფერიულ ზონას მიეკუთვნოს ქალაქში არსებული ყველა დანარჩენი ქუჩა ცენტალურ და შუალედურ ზონებს მიკუთვნებული ქუჩების გარდა
11.04
0.46
დაბა სურამის ტერიტორია
9.84
0.41
მუნიციპალიტეტში არსებული სხვა დასახლების ტერიტორია
6.72
0.28
დასახლებათა შორის არეალები
3.36
0.14
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და შესაბამისი ზონირებისა და ზონირების კოეფიციენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილება.
მუხლი 4🔗
ეს დაგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე