„საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№758
სარეგისტრაციო კოდი
200230040.22.033.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 04/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №758

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებით (სსმ III, 17.02.2005წ., №18, მუხ. 171) დამტკიცებულ „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის 27 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. დაუშვებელია საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ არასწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა. ასეთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა. თუ შესაძლებელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში არასწორად შეტანილი რეკვიზიტების გასწორება, გარდა შეცდომით (არასწორად) შეტანილი გადასახადის თანხისა, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით მის წარდგენამდე, შეცდომით შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ყველა ეგზემპლარში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე ჩაიწერება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი ყველა ეგზემპლარში დამოწმებულ უნდა იქნეს მიმწოდებლის ან მისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ელექტრონული ფორმით წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება და გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საგადასახადო ორგანოში წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე ელექტრონული ფორმით.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდებასთან ერთად ხორციელდება მისი ტრანსპორტირება (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა), შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ინსტრუქციის დანართი №6-ის შესაბამისი ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. აღნიშნული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში სერია და ნომერი ჩაბეჭდილია სტამბური წესით. მას აქვს დამცავი ნიშნები.”.

3. ინსტრუქციის დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი