„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№759
სარეგისტრაციო კოდი
190040040.22.033.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 04/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №759

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით (სსმ III, 30.12.2007წ.,№186,მუხ. 2105) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201მუ ხლ ი:

     „მუხლი 201. არაფინანსური აქტივების მიღება, შენახვა და ანალიზური აღრიცხვა

1. არაფინანსური აქტივების მიღება და გასვლა ფორმდება შესაბამისი დოკუმენტებით, რომლებსაც ხელს აწერენ მიღებასა და გაცემაზე უფლებამოსი ლი პირები.

2. არაფინანსური აქტივების სპეციალურ სათავსოებში შენახვის შემთხვევაში სათავს ი უნდა უზრუნველყოფდეს არაფინანსური აქტივების მოვლა-შენახვის პირობების დაცვას, ასევე, ინვენტარიზაციის ჩატარებას ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.

3. სათავსში არაფინანსური აქტივების შემოსვლისას მატერიალურად პასუხისმგებელი პირი მომწოდებლის საბუთზე ან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით ადასტურებს არაფინანსური აქტივების მიღებას.

4. აღრიცხვის ორგანიზებ ა სა და მოვლა-შენახვაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად, ძირითად აქტივებსა და ფასეულობებს მიღებისას მიენიჭებათ საინვენტარო ნომრები, რომლებიც რჩებათ მოცემულ აქტივებს ორგანიზაციაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. თითოეული საინვენტარო ნომრის მიხედვით იხსნება საინვენტარო ბარათი, სადაც მიეთითება შემდეგი რეკვიზიტები: მოდელი, ტიპი, მარკა, ქარხნული ნომერი, გამოშვების (დამზადების) თარიღი, ექსპლუატაციაში შესვლის აქტის თარიღი და ნომერი, ასევე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი. გარდა ამისა, ჩაიწერება ობიექტის (საგნის) მოკლე ინდივიდუალური დახასიათება. იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი აქტივებისა და ფასეულობების შემადგენლობაში შედის ძვირფასი ლითონები, დამატებით მიეთითება იმ დეტალების ჩამონათვალი, რომელთა შემადგენლობაშიც არის ძვირფასი ლითონები, ასევე, დეტალების დასახელება და პასპორტში ნაჩვენები ლითონის მასა. ორგანიზაციის შიგნით აქტივების გადაადგილებისას ამ ბარათის უკანა მხარეზე კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

5. მატერიალური მარაგების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ბარათებზე, მატერიალური მარაგების თითოეული ჯგუფის (კატეგორიის) მიხედვით, დასახელების, ხარისხის, რაოდენობის, ფასის, მიღების თარიღისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მითითებით.

6. არაფინანსურ აქტივთა მიღებაზე, შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, კანონმდებლობის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. პასუხიმგებელი პირები აწარმოებენ ძირითადი აქტივებისა და ფასეულობების საინვენტარო სიებს.

7. პასუხიმგებელი პირების შეცვლისას ტარდება მათ პასუხიმგებლობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაცია, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მტკიცდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.

8. ქაღალდის ბუღალტერიის წარმოებისას არაფინანსური აქტივების მოძრაობა აისახება კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფორმებში, ხოლო ელექტრონული სისტემების (კომპიუტერ(ებ)ის) მეშვეობით ბუღალტერიის წარმოებისას – შესაბამის ელექტრონულ ფორმებში.

9. ბუღალტერია პასუხისმგებელია აღრიცხვასა და ანგარიშგებაში არაფინანსური აქტივების მიღებისა და გასვლის ქრონოლოგიურ და თავისდროულ ასახვაზე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.2010.
როდის იქნა მიღებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ?
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ მიღებულია 01.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №759. სარეგისტრაციო კოდი — 190040040.22.033.016013.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ, №759, 01.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 190040040.22.033.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1031232/