,,საქართველოში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 12.06.2008
ძალის დაკარგვა 11.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №301
სარეგისტრაციო კოდი 480.240.000.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 13/06/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,251 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2008 მიღება
11.05.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
მიზანი/ამოცანა საქმიანობა
3. სამედიცინო ხასიათის გარანტიების შემდგომი გაძლიერება. 3.1. პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მართვის სისტემის კონცეპტუალური საფუძვლებისა და განხორციელების ინსტრუმენტების (მექანიზმების) შემუშავება;
4.თავისუფლებაშეზღუდულ პირთა პირობების გაუმჯობესება. 4.1. დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმის) გარემონტება, რათა მათ დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
7. მონიტორინგის მექანიზმების საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია. 7.1. OPCAT–ით გათვალისწინებული ეროვნული მექანიზმის ჩამოყალიბება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სათანადო დამოუკიდებლობის ხარისხითა და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფით;
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.9in .9in 27.0pt .9in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.7pt 595.45pt; margin:.9in .9in 45.0pt 27.0pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №301 2008 წლის 12 ივნისი ქ. თბილისი საქართველოში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციით საქართველოსათვის დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, წამების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ამ კუთხით ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით: 1. დამტკიცდეს საქართველოში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმა (შემდეგში – სამოქმედო გეგმა) თანდართული სახით. 2. სამოქმედო გეგმის კონტროლი განახორციელოს ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ (გ. ბოკერია). 3. ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ პერიოდულად წარმოადგინოს ანგარიში სამოქმედო გეგმის განხორციელების მსვლელობის შესახებ. მ. სააკაშვილი საქართველოში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმა მიზანი/ამოცანა საქმიანობა შემსრულებელი ვადა მოსალოდნელი შედეგები, ინდიკატორები 1. დაუსჯელობის სინ­დრო­მის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება და ნულოვანი ტოლე­რან­ტობის პოლიტიკის შემდგომი წარმართვა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მიმართ. 1.1. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ წამების, არაჰუმანური, სასტი­კი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის საჯაროდ მხარდაჭერა. საქართველოს მთავრობა განგრძობადი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ უჭერენ მხარს წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. 1.2. სამართალდაცვის ორგა­ნოებისა და სასამართლო ხელისუფლების მიერ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის და გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტების ეფექტიანი გამოძიება, დანაშაულის ჩამდენი პირის პასუხისგებაში მიცემა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნათა შესაბამისად გასამართლება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. შინაგან საქმეთა სამინის­ტრო, იუსტიციის სამინის­ტრო, გენერალური პრო­კუ­რატურა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სასამართლო ხელისუფლება განგრძობადი გამოძიებულ იქნა შესაბამისი ორგანოების მიერ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის და გადამეტებული ძალის გამოყენების ყველა ფაქტი; აღნიშნული ქმედებებისათვის ბრალდებულთა მიმართ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა; დანაშაულის ჩამდენი პირები გასამართლდნენ და დაზარალებული უზრუნველყოფილ იქნა სათანადო კომპენსაციით. 1.3. შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის სამსახურების ეფექტიანი და გამჭვირვალე საქმიანობის უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება; შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო განგრძობადი შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობა და ტრანსაფარანტულობა გაიზარდა. მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი გაიზარდა მედიის, ინტერნეტის, საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის გზით. 1.4. სისხლისსამართლებრივი დევნის პირობებში აღნიშნული პირებისათვის უფლებამოსილების შეჩერება. გენერალური პროკურატურა, შესაბამისი უწყებები განგრძობადი სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებში მხილებული პირები არ ახორციელებენ უფლებამოსილებას. 2. წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის, ან გადამეტებული ძალის გამოყენების პრევენცია. 2.1. არსებული საკანონმდებლო ბაზის შემდგომი გაუმჯობესები­სათვის წინადადებების მომზადება და პარლამენტისათვის წარდგენა. იუსტიციის სამინისტ­რო, შინაგან საქმეთა სამინის­ტრო, გენერალური პროკურატურა, შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განგრძობადი არსებული საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად მომზადებული წინადადებების წარდგენა განსახილველად. 2.2. პენიტენციური კოდექსის მიღება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტი 2009 წლის  I ნახევარი პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება პენიტენციური კოდექსით. 2.3. ეთიკის/ქცევის კოდექსის შემუშავება/გავრცელება და ეფექტიანი იმპლემენტაცია სამართალდაცვის ორგანოებისათვის: - შინაგან საქმეთა სამინისტრო; - გენერალური პროკურატურა; - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი – არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2008 წლის  I ნახევარი/ განგრძობადი შინაგან საქმეთა სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოქმედებს ეთიკის/ქცევის კოდექსი/ ხორციელდება მოქმედი ეთიკის/ქცევის კოდექსის ეფექტიანი იმპლემენტაცია. 2.4. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების შინაგანაწესის/წესდების მიღება/დახვეწა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით; იუსტიციის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო 2009 წლის I ნახევარი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების საქმიანობა რეგულირდება შინაგანაწესით/წესდებით. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში მოქმედი შინაგანაწესი/წესდება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. 2.5. ძალის გამოყენების შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავება; შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო –არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2009 წლის I ნახევარი შესაბამისი უწყებები სარგებლობენ ძალის გამოყენების შესახებ სახელმძღვანელოთი. 2.6. თავისუფლებაშეზღუდულ პირთა საჩივრის პროცედურების დეტალური ჩამოყალიბება (დახვეწა) საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით და აღნიშნული მექანიზმის შესახებ თავისუფლებაშეზღუდულ პირთა ინფორმირება; იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო 2009 წლის  I ნახევარი თავისუფლებაშეზღუდულ პირთა საჩივრის წარდგენა რეგულირდება დეტალურად ჩამოყალიბებული პროცედურული ნორმებით. თავისუფლებაშეზღუდული პირები ინფორმირებული არიან აღნიშნული მექანიზმის შესახებ. 2.7. თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში დაკავებულთა მოთავსების, რეგისტრაციის, აღრიცხვის შემდგომი დახვეწა და შესაბამისი ელექტრონული ბაზის შექმნა; იუსტიციის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2009 წლის I ნახევარი თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში დაკავებულთა მოთავსების, რეგისტრაციისა და აღრიცხვისას გამოიყენება უფრო სრულყოფილი პროცედურული ნორმები. მოქმედებს შესაბამისი ელექტრონული ბაზა. 2.8. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა პრობაციის სისტემისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესება, რომელიც ეფუძნება პატიმრობის უკიდურეს შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით გამოყენების პრინციპს. დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთათვის სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების გაუმჯობესება, დროული ფსიქოლოგიური და სხვა სარეაბილიტაციო დახმარებით უზრუნველყოფა; იუსტიციის სამინისტრო, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება 2009 წლის I ნახევარი მოქმედებს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა პრობაციის გაუმჯობესებული სისტემა. 2.9. პატიმრობის ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების არსებული ტენდენციის გაგრძელება/გაუმჯობესება; გენერალური პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება განგრძობადი გრძელდება ტენდენცია პატიმრობის ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების კუთხით, განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან მიმართებით 2.10. პირობით ვადამდე გათავისუფლების პროცედურის დახვეწა; იუსტიციის სამინისტრო 2008 წლის II ნახევარი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენება უფრო დახვეწილი პროცედურა. 2.11. დაკითხვა/ინტერვიუების ელექტრონული ან ვიდეოჩაწერის უზრუნველყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა 2009 წლის  II ნახევარი დაკითხვის/ინტერვიუების აღბეჭდვა წარმოებს ვიდეოფირზე. 3. სამედიცინო ხასიათის გარანტიების შემდგომი გაძლიერება. 3.1. პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მართვის სისტემის კონცეპტუალური საფუძვლებისა და განხორციელების ინსტრუმენტების (მექანიზმების) შემუშავება; საქართველოს მთავრობა 2008 წლის II ნახევარი შემუშავებულია პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მართვის სისტემის კონცეპტუალური საფუძვლები და განხორციელების ინსტრუმენტები. 3.2. თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში პირთა შესვლისას სამედიცინო შემოწმების ღონისძიებების დახვეწა (აღნიშნული პროცედურა უნდა ჩატარდეს მხოლოდ შესაფერისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ საშიშია პირის სამედიცინო პერსონალთან მარტო დატოვება, სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები ხორციელდება თავისუფლებაშეზღუდული პირის სქესის მქონე თანამშრომლის თანდასწრებით); იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2008 წლის  II ნახევარი თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში პირთა შესვლისას სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები რეგულირდება უფრო დახვეწილი პროცედურული ნორმებით. 3.3. თითოეულ პატიმარზე სამედიცინო ისტორიის/სამედიცინო ფაილის შექმნა. იუსტიციის სამინისტრო 2009 წლის  II ნახევარი არსებობს თითოეული პატიმრის ისტორიის/სამედიცინო ფაილის შემცველი ბაზა. 4.თავისუფლებაშეზღუდულ პირთა პირობების გაუმჯობესება. 4.1. დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმის) გარემონტება, რათა მათ დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები; შინაგან საქმეთა სამინისტრო 2009 წლის II ნახევარი გარემონტებულია დროებითი მოთავსების იზოლატორების მაქსიმალური რაოდენობა 4.2. პენიტენციურ სისტემაში არსებული დაწესებულებების გარემონტება. საჭიროების შესაბამისად ახალი დაწესებულების აშენება და ძველის გაუქმება; იუსტიციის სამინისტრო 2009 წლის II ნახევარი პენიტენციურ სისტემაში ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულებების მშენებლობა; ძველი დაწესებულებების დემონტაჟი/რეკონსტრუქცია/გარემონტება. განხორციელდა ძველი დაწესებულებების მაქსიმალური რაოდენობის რეკონსტრუქცია. 4.3. პატიმართათვის ცხოვრების მინიმალური მოთხოვნების უზრუნველყოფა, კერძოდ: - პატიმართა ადეკვატური ფართობით უზრუნველყოფა (არანაკლებ 2,5 კვ.მ), - ადეკვატური კვება, - პირველადი მოხმარების საგნები, - საჩივრის დასაწერად აუცილებელი საგნები (კალმისტარი/ფანქარი, ფურცელი, კონვერტი), - ყოველდღიური გასეირნება სუფთა ჰაერზე (არანაკლებ 1 სთ.), - განცალკევებული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვით მოწყობილი საპირფარეშოები (საკნისაგან გამოყოფილი კარით ან ცალკე ოთახი საკანთან მიერთებული ან ცალკე), - საშხაპეები არანაკლებ კვირაში ერთხელ, - წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ისევე როგორც მსჯვარდებული არასრულწლოვნებისათვის, შესაბამისი გარემოს შექმნა და მათი სპორტულ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო საქმიანობაში ჩაბმა; პატიმრები უზრუნველყოფილი არიან ცხოვრების მინიმალური პირობებით. 4.4. ჰაუპტვახტების გარემონტება დაკავებულ პირთა პირობების გაუმჯობესების მიზნით, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად; თავდაცვის სამინისტრო 2008 წლის  I ნახევარი გარემონტდა ჰაუპტვახტები. 4.5. ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2008 წლის  II ნახევარი ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურა შეესაბამება ევროსაბჭოს წამების საწინაღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციებს. 5. საზოგადოებაში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმაციის პოპულარიზაცია. 5.1. კლიპის დამზადება ძირითადი გარანტიების შესახებ (ადვოკატის ყოლის უფლება, სამედიცინო შემოწმებისა და ახლობლებთან დაკავშირების უფლება), - მოცემული ინფორმაციის (სტანდარტული ვარიანტის) განთავსება ყველა სამართალდაცვის ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის საიტზე, - სხვა მსგავსი ხასიათის ზომების მიღება (დიდ სტენდებზე გამოკვრა ქალაქში), - სპეციალურ უფლებათა მოკლე კურსის გათვალისწინება სასკოლო სწავლებისას (უფროსკლასელებისთვის), - უფასო იურიდიული დახმარების პოპულარიზაცია, - მოცემული ინფორმაციის გავრცელება არასრულწლოვნებისათვის ხელმისაწვდომი და გასაგები ფორმით; იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების და მეცნიერების სამინისტრო – არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2008 წელი საზოგადოება უკეთ არის ინფორმირებული წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის, ძირითადი სამართლებრივი უფლებებისა და გარანტიების შესახებ. 5.2. თავისუფლებაშეზღუდული პირისათვის მისი სამართლებრივი გარანტიების გაცნობა: - სტანდარტული პლაკატების გაკვრა პოლიციის განყოფილებაში, დმი-ში, სასადილოებში, - ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური ბუკლეტების დარიგება, - მოცემული ინფორმაციით არასრულწლოვანთა უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი და გასაგები ფორმით; შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო 2008 წლის II ნახევარი თავისუფლებაშეზღუდული პირები და შესაბამისი თანამდებობის პირები უკეთ არიან ინფორმირებული ნებისმიერი დაკავებული პირისა და პატიმრისათვის სამართლებრივი გარანტიების გაცნობის წესის შესახებ. 5.3. წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლთა კომპენსაციის უფლების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდა. საქართველოს მთავრობა/გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო – არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2008 წლის  II ნახევარი საზოგადოება უკეთ არის ინფორმირებული წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლთა კომპენსაციის უფლების შესახებ. 6. შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლების პროფესიული ტრენინგი და გადამზადება 6.1.შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, პროკურატურის ტრენინგცენტრის, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ფარგლებში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის, ასევე გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ერთიანი სასწავლო პროგრამის/კურსის/სემინარის შემუშავება ყოველი კონკრეტული უწყების თავისებურების გათვალისწინებით. შერეული სემინარების ჩატარება ლექციებისა და როლური თამაშების, არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებისა და საჭიროების გათვალისწინებით; იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო – საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2008 წლის  II ნახევარი, 2009 წელი შემუშავდა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყობის ან დასჯის, ასევე გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ერთიანი სასწავლო პროგრამის/კურსის/სემინარის პროექტი. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ შერეული ტრენინგები. 6.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე არსებული პატრულის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში შემდეგი საკითხების გათვალისწინება: - ზოგადი საკითხები ადამიანის უფლებების შესახებ და წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის/გადამეტებული ძალის გამოყენების აკრძალვის სამართლებრივი ბაზის შესახებ (საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები), არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებისა და საჭიროების თაობაზე  ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილება; შინაგან საქმეთა სამინისტრო 2008 წლის  II ნახევარი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე არსებული პატრულის მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს საკითხებს ადამიანის უფლებების შესახებ და წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის/გადამეტებული ძალისგამოყენების აკრძალვის სამართლებრივი ბაზის შესახებ. 6.3. სამართალდაცვის ორგანოების წარმომადგენლების ფიზიკური მომზადების/წვრთნის კურსში ეჭვმიტანილის მინიმალური ფიზიკური დაზიანების გარეშე განეიტრალების კომპონენტის შეტანა. არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებისა და საჭიროების თაობაზე  ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილება; შინაგან საქმეთა სამინისტრო 2008 წლის  II ნახევარი სამართალდაცვის ორგანოების წარმომადგენლების ფიზიკური მომზადების/წვრთნის კურსი მოიცავს ეჭვმიტანილის მინიმალური ფიზიკური დაზიანების გარეშე განეიტრალების კომპონენტს. 6.4. გამომძიებლებისა და პროკურორების ტრენინგი დაკითხვის სპეციფიკასთან დაკავშირებით; ტრენინგების ჩატარება პირთა დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებისა და საჭიროების თაობაზე  ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილება; შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა განგრძობადი გამომძიებლებსა და პროკურორებს ჩაუტარდათ ტრენინგი. 6.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელასრულების დეპარტამენტის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგი წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის/გადამეტებული ძალის გამოყენების აკრძალვის შესახებ; არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებისა და საჭიროების თაობაზე ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილება; იუსტიციის სამინისტრო განგრძობადი ტრენინგი გაიარეს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა. 6.6. გამომძიებლებისა და პროკურორების ტრენინგი წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან დასჯის /გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტების გამოძიების სპეციფიკის შესახებ; არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებისა და საჭიროების თაობაზე  ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილება; შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა განგრძობადი გამომძიებლებსა და პროკურორებს ჩაუტარდათ ტრენინგი. 6.7. სამედიცინო პერსონალის ტრენინგი წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად მიღებული დაზიანებების მქონე პირების მიმართ ეფექტიანი გამოძიების, დოკუმენტაციისა და ფსიქოლოგიური მიდგომის შესახებ სტამბულის პროტოკოლის თანახმად. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო განგრძობადი ტრენინგი ჩაუტარდათ შესაბამის სამედიცინო მუშაკებს. 7. მონიტორინგის მექანიზმების საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია. 7.1. OPCAT–ით გათვალისწინებული ეროვნული მექანიზმის ჩამოყალიბება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სათანადო დამოუკიდებლობის ხარისხითა და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფით; საქართველოს მთავრობა 2008 წლის  II ნახევარი მოქმედებს OPCAT -ით გათვალისწინებული ეროვნული მექანიზმი. 7.2. ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი. ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო. განგრძობადი მიმდინარეობს 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი.