წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე.
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 24.09.2010
ძალის დაკარგვა 06.10.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.104.016011
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 15/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები |
| 3 | კინოთეატრები და თეატრები |
| 4 | სკოლები, ინტერნატები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა–ბაღები/საგანმანათლებლო დაწესებულებები/ |
| 5 | სასტუმროები |
| 6 | საავადმყოფოები |
| 7 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი |
| 8 | სტომატოლოგიური კაბინეტები |
| 9 | სტადიონები, სპორტული დაწესებულებები, ღია ტერიტორიები |
| 10 | სასურსათო საქონლის მაღაზია |
| 11 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები |
| 12 | აგრარული ბაზრები |
| 13 | შერეული საქონლის ბაზრობები |
| 14 | ავტოსადგომები |
| 15 | ბენზინგასამართი სადგურები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე.
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 19.3pt 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 10.3pt .25in .75in;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 10.3pt .25in .75in;} div.Section3 {page:Section3;} @page Section4 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section4 {page:Section4;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2010 წლის 24 სექტემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და 12 1 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,30 ლარის ოდენობით.
2. დამტკიცდეს:
ა) მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია /დანართი №1/;
ბ) დაწესებულებების, ორგანიზაციების და იურიდიული პირებისათვის დაკავებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დანართი №2-ის შესაბამისად /დანართი თან ერთვის /;
გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ნიმუში /დანართი №3 /.
3. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 იანვრის №2 დადგენილების „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
4. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
დანართი №1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებულის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის ინსტრუქცია
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში –ინსტრუქცია) აწესრიგებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი /შემდგომში – მოსაკრებელი/ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმოქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, დგინდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გადახდის ქვითარი /შემდგომში –ქვითარი/ გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე /შემდგომში– მესაკუთრე/, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, დაწესებულებების ან იურიდიული პირებისათვის გამოიწერება ამ ორგანიზაციის, დაწესებულების, ან იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
6. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.
7. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებეშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
8. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის ოჯახის სულადობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
9. თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა , რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ. სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელის შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისი გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურეობის ერთი თვის განმავლობაში მიღების შემდეგ. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის– მომსახურეობის მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებისთანავე.
3. ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენის წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
4. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთი თვეზე მეტი ხნით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის საშუალებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის ვადაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 5🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამგეობის შესაბამის სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
მუხლი 6🔗. ინსტრუქციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა
1. მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
№
ორგანიზაციის, დაწესებულების, იურიდიული პირების დასახელება
ზომის ერთეული
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში /ლარებში/
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები
საერთო ფართობი მ2
0.03
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები
საერთო ფართობი მ2
0.15
3
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.10
4
სკოლები, ინტერნატები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა–ბაღები/საგანმანათლებლო დაწესებულებები/
ერთ მოსწავლეზე
0.03
5
სასტუმროები
მომსახურების ერთეული/ერთი საწოლი/
1.5
6
საავადმყოფოები
1მ3
25
7
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი
1მ3
25
8
სტომატოლოგიური კაბინეტები
1მ2
0.50
9
სტადიონები, სპორტული დაწესებულებები, ღია ტერიტორიები
ღია ფართობის 1მ2
0.05
10
სასურსათო საქონლის მაღაზია
სამუშაო ფართის 1 მ2
0.20
11
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
სამუშაო ფართის 1 მ2
0.3
12
აგრარული ბაზრები
საერთო ფართობის 1 მ2
0.05
13
შერეული საქონლის ბაზრობები
საერთო ფართობის 1 მ2
0.05
14
ავტოსადგომები
1 მ2
0.12
15
ბენზინგასამართი სადგურები
1 მ2
0.05
16
აბანოები, საუნები
1 მ2
0.1
17
სილამაზის სალონები
1 მ2
0.20
18
რესტორნები, კაფეები, სასადილოები და ბარები
1 მ3
25
19
საცხობები და საკონდიტროები
1 მ2
0.05
20
ტოტალიზატორები და სათამაშო კლუბები
1 მ2
0.6
21
რკინიგზის და საავტომობილო სადგურები
1 მ2
0.05
22
ღია ტიპის დასვენების და გასართობი ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
1 მ2
0.005
23
ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო
1 მ2
0.3
24
მშენებარე ობიექტები
ფართის 1 მ2 –ზე
0.10
25
საბითუმო საწყობები, მაცივარი, ბაზა
1 მ2
0.20
26
სარიტუალო დარბაზები
1 მ3
25
დანართი № 3
-----------------(ადმინისტრაციული ერთეული) -----------------(ადმინისტრაციული ერთეული)
ქვითარი N –––––– –––––––––––––––––––––––– ქვითარი N –––––– ––––––––––––––––––––––––
(თარიღი) (თარიღი)
აბონენტის ნომერი––––––––––––––––––––––––– აბონენტის ნომერი–––––––––––––––––––––––––
აბონენტი––––––––––––––––––––––––––––––––– აბონენტი–––––––––––––––––––––––––––––––––
(დასახელება) (დასახელება)
მისამართი–––––––––––––––––––––––––––––––– მისამართი––––––––––––––––––––––––––––––––
მიმდინარე თვე–––––––––––––––––––––––––––– მიმდინარე თვე––––––––––––––––––––––––––––
ტარიფი––––––––––––––––––––––––––––––––––– ტარიფი–––––––––––––––––––––––––––––––––––
დავალიანება–––––––––––––––––––––––––––––– დავალიანება––––––––––––––––––––––––––––––
გადასახდელი თანხა სულ ––––––––––––––––– გადასახდელი თანხა სულ –––––––––––––––––
გადახდილი თანხა –––––––––––––––––––––––– გადახდილი თანხა ––––––––––––––––––––––––
ფულის მიღებაზე პ/მგებელი პირი–––––––––––– ფულის მიღებაზე პ/მგებელი პირი–––––––––––––
(სახელი, გვარი) (სახელი, გვარი)
ხელის მოწერა: ხელის მოწერა:
გადამხდელი–––––––––––––––––––––––––––––––– გადამხდელი–––––––––––––––––––––––––––––––
(გვარი, სახელი) (გვარი, სახელი)
ხელის მოწერა: ხელის მოწერა:
თანხის ჩარიცხვის ანგარიში: თანხის ჩარიცხვის ანგარიში:
სს „ლიბერთი ბანკის“ წალენჯიხის ფილიალი სს „ლიბერთი ბანკის“ წალენჯიხის ფილიალი
ბ/კ 220101419, ა/ა 33030041 ბ/კ 220101419, ა/ა 33030041