„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.131.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 15/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№13

2010 წლის 24სექტემბერი

ქ. ქობულეთი

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1” ქვეპუნქტი :

,,ვ1) აცხადებს ატესტაციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს;”;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას, უფლებამოსილია განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს”;

გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ა) გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;”;

 დ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) წინადადებებს გამგეობაში არსებულ ი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ და ატესტაციის ჩატარების შესახებ;”

ე) ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი;.

ვ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ.ბ” და ,,ლ.გ” ქვეპუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან;

ლ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ. იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების შვებულებაში გასვლის, მივლინების, სწავლებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნის საკითხებზე;”;

ზ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადგილობრივი შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;“,

თ) მე-10 მუხლის მე-4პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ -ერთი მოხელე.”;

ი) ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი;

კ) მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა”;

ლ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი და გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს”;

მ) მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახური”;

ნ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული აქტების, აგრეთვე ოფიციალური წერილების ბლანკის ფორმები (მათ აღწერილობასთან ერთად) მტკიცდება საკრებულოს მიერ.”.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე