„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№697
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.033.015128
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 110, 03/09/2010

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.015.128

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება№697

2010 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებულ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. „ე”–„თ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (გარდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა);

ვ) კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (გარდა ელექტრონული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა);

ზ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა სერტიფიკატი;

თ) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (გარდა ელექტრონული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა);“;

2. ამოღებულ იქნას „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები.

„ჰ.ჰ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. „ჰ.ჰ.კ) უმაღლესი, სახელობო, საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის, სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის, საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის, საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ატესტატი, სერტიფიკატი;“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  პ. პეტრიაშვილი