„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 01/10/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსენერგეტიკისადაწყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება№22

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

    მუხლი 1

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09. 2008, №140, მუხ.1385) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, სამომხმარებლო ტარიფი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ) და ღირებულება, მომხმარებელზე დარიცხული თანხა, საბანკო ანგარიშები და ადგილი (დაწესებულება), სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, აგრეთვე, განაწილების ლიცენზიანტის სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომრები, ხოლო ქვითრის მეორე მხარეს დამატებით დატანილი უნდა იყოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                         გ. ჩალაგაშვილი