საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 სექტემბრის №700 ბრძანება „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 იანვრის №110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№700
სარეგისტრაციო კოდი
200150000.22.033.015134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 110, 03/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 200.150.000.22.033.015.134

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება№700

2010 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 იანვრის №110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.

„საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 იანვრის №110 ბრძანების (სსმ III, 07.02.2008, №19, მუხ. 227) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

 ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება  5 000 000 ლარს;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება აღემატება 5 000 000 ლარს.”.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

1. საგადასახადო ორგანო განიხილავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების თაობაზე წარმოდგენილ განცხადებას, განცხადებაზეთანდართულ დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას გადასახადის გადამხდელის შესახებ.

2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებთან, საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდგომი განხილვის მიზნით ეგზავნება შემოსავლების სამსახურს.

3. საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან შემოსავლების სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 5 000 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება აღემატება 5 000 000 ლარს შემოსავლების სამსახურიდან მასალები გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გადასახადის გადამხდელს და შესაბამის საგადასახადო ორგანოს.”.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის იდება ხელშეკ-რულება (დანართი №2), რომელშიც აისახება შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულების გადახდის პირობები, მისი დაფარვის გრაფიკი და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.”.

4. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი№2

ხელშეკრულება

საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის

ღონისძიებების შეჩერების შესახებ

ერთი მხრივ შემოსავლების სამსახურის ————————————-(შემდგომში –

                             (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

კრედიტორი) და მეორე მხრივ ————————————————————-

(გადასახადის გადამხდელის გვარი და სახელი/დასახელება,     საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი მისამართი)

_______________________________————————————(შემდგომში – მოვალე)

           (წარმომადგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 841 მუხლის, “საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 იანვრის №110 ბრძანებისა და________20_ _____  _______ № ბრძანების საფუძველზე

                   (საგადასახადო ორგანოს დასახელება)     (დღე)  (თვე) 

20-_წ „___”  „____________”  ________________________________________________

    (დღე)     (თვე)            (ხელშეკრულების გაფორმების ადგილი)

        

 

გავაფორმეთ ხელშეკრულება მასზედ, რომ მოვალეზე 20_წლის „__” „_______“

                                                                                                                (დღე) (თვე)

                                                                                

რიცხული __________ ლარის (მათ შორის, ძირითადი ____ ლარი,   სანქცია ______ ლარი, საურავი ________ ლარი, სავარაუდოდ დასარიცხი საურავი _________ ლარი) საგადასახადო დავალიანების მიმართ შეჩერდეს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.

    მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

   „კრედიტორი“ იღებს ვალდებულებას 20— წლის „——“ “———————“ მდგომარეობით „მოვალეზე“ რიცხული —————— ლარის საგადასახადო ვალდებულების მიმართ არ განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები 20— წლის „——“ “——————— “დან 20— წლის „—————“ “————————-–“ მდე.

                (დღე)   (თვე)          (დღე)         (თვე)

                                                                                                              

   მუხლი 2. ხელშეკრულების პირობები

1. „მოვალე“ ვალდებულია თანდართული გრაფიკის მიხედვით უზრუნველყოს შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებისა და შეჩერების პერიოდში მიმდინარე გადასახადების გადახდა.

2. „კრედიტორი“ ვალდებულია:

ა) განახორციელოს კონტროლი „მოვალის“ მიერ გრაფიკის შესაბამისად შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებისა და მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე;

 ბ) „მოვალის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოითხოვოს წარდგენილი საბანკო გარანტიის ან ფინანსური გარანტიის შესრულება.

   მუხლი 3. ხელშეკრულების შეწყვეტა

1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება ვადამდე წყდება:

ა) შესაბამისი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების) ვადის ამოწურვისას;

ბ) თუ „მოვალე“დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხებს და შესაბამის საურავს;

გ) თუ „მოვალე“დაარღვევს გადავადების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია „გარანტორს“ მოსთხოვოს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა უზრუნველყოს საგარანტიო თანხის გადახდა.

   მუხლი 4. განსაკუთრებული გარემოებები

1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის/შესრულების გადავადებისათვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალით.

2. დაუძლეველი ძალა ამ მუხლის მიზნებისათვის ნიშნავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც არ არსებობდა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, წარმოიშვა მხარეთა ნების გარეშე, მათი ქმედებისგან დამოუკიდებლად და რომელთა კონტროლი აღემატება მხარეთა შესაძლებლობებს.

3. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებებს დაუძლეველი ძალის გამო, ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს შესაბამისი გარემოების დადგომისთანავე, თუ ეს შეუძლებელი არ არის იმავე გარემოებების გამო.

4. წინამდებარე ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილ გარიგებად, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 841 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.

5. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს განსაკუთრებული გარემოებების (გადამხდელი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად გადავიდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში; საწარმო შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით გადაყვანილია გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში და სხვა) არსებობისას.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

     1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.

     2. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობით.

     3. მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები წყდება მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

     4. ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. ერთი რჩება „კრედიტორთან“, ხოლო მეორე – გადაეცემა „მოვალეს“.

მხარეთა რეკვიზიტები:

„მოვალე“ ———————————————————————————————

      (გადასახადის გადამხდელის გვარი და სახელი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი მისამართი,

————————————————————————————————————

              მისი წარმომადგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა)

 

„კრედიტორი“  ——————————————————————————————

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე ———————————————

    (სახელი და გვარი)

   „მოვალის წარმომადგენელი“     საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე

             /     /                                                                        /     /                   

          ბ.ა.                                                                            ბ.ა. “ .                                         

მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  პ. პეტრიაშვილი