„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010240060.21.014.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 01/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №8

2010 წლის 1 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ III, 03.01.2006, №1, მუხ.1) დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 21-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ტენდერი ცხადდება ხელახლა.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ხელახლა გამოცხადებული ტენდერი დასრულდა ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში აღნიშნული შედეგით ან/და სატენდერო წინადადებების განხილვისა და შეფასების შედეგად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების ან მეთოდის შერჩევის საკითხი შეათანხმოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.”.

2. 25-ე მუხლის:

 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას მისაწოდებელი საქონლის ერთეულის წინადადებით ან ზეპირი ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავი) შესყიდვაზე, ამ პუნქტში აღნიშნული ფასი გამოთვლილი უნდა იქნეს შემდეგი ერთ-ერთი ფორმულის მიხედვით:

T=Rx(P+Z)x(100%+18%) ან C=Rx(P+Z)x(100%+18%)x D/1000, სადაც:

ა) T = ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ტონის ფასი (ლარში);

ბ) C = ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ლიტრის ფასი (ლარში);

გ) R = წინადადების წარმოდგენის, ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ან ხელშეკრულების დადების შემდეგ შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (ცვლადი კომპონენტი);

დ) P = წინადადების წარმოდგენის, ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ან ხელშეკრულების დადების შემდეგ შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღიდან PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის წინა სამი მონაცემის საშუალო ფასი. (ცვლადი კომპონენტი);

ე) Z = ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი;

ვ) 18% = დღგ;

ზ) D = წინადადებით წარმოდგენილი ნავთობობპროდუქტის (საწვავის) სიმკვრივის მაჩვენებელი.

32. „C”-ს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ „R“-ის ან/და „P“-ს ისეთი ცვლილების შემთხვევაში, რომელიც იწვევს „C”-ს სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ (მხარეებს შორის ბოლო შეთანხმებული) ფასთან მიმართებაში. ამასთან, „C” უნდა იყოს შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღეს შესაბამისი მიმწოდებლის ქსელში იგივე პროდუქტის ერთ ლიტრ საწვავზე მინიმუმ სამი თეთრით (0,03 ლარით) ნაკლები.

3. 29-ე მუხლის 132-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„132. დანართ №7-ს უნდა დაერთოს საანგარიშო წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების, ასევე მათში ამ დებულების 261 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების და ამ დებულების 25-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები.

133. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაცია წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში. ანგარიში უნდა მოიცავდეს ყველა იმ დოკუმენტის ასლს, რომელიც დაკავშირებულია შესაბამის შესყიდვასთან. ანგარიში შესაძლებელია წარმოდგენილ იქნ ე ს იმ ენაზე, რომელზეც წარმოებდა შესყიდვის პროცედურები.

134. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ დებულების დანართი №3-ის, დანართი №4-ის და დანართი №7-ის შესაბამისად ანგარიშები სააგენტოში წარადგინოს დამატებით ელექტრონული ვერსიის სახით ამ მუხლითა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებ უ ლ ვადებში. პასუხისმგებლობა, ელექტრონული ვერსიით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა და მის შესაბამისობაზე ქაღალდზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან,ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.

14. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლში მითითებული ანგარიშების და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შესყიდვების წლიური გეგმ ის შენახვა 3 წლის განმავლობაში.“.

4. დებულების დანართი №1-ით გათვალისწინებული „ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია“ „საქონლის შესყიდვა ტენდერის საშუალებით“ დოკუმენტაციის:

ა) „ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის“ ინსტრუქციის 19.2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 19.3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5.დებულების დანართი №1-ით გათვალისწინებული „ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია“ „მომსახურების შესყიდვა ტენდერის საშუალებით“ დოკუმენტაციის:

ა) „ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის“ ინსტრუქციის 19.2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 19.3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. დებულების დანართი №1-ით გათვალისწინებული „ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია“ „სამუშაოების შესყიდვა ტენდერის საშუალებით“ დოკუმენტაციის:

ა) „ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის“ ინსტრუქციის 19.2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 19.3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

 

წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო _______ _________ 20 __ წ.

 

ერთი მხრივ _______________________________________________ (შემდგომში – შემსყიდველი)

                          (შემსყიდველის დასახელება და იურიდიული მისამართი) 

 

და მეორე მხრივ ___________________________________________(შემდგომში – მიმწოდებელი)

                        (მ ი მწოდებლის დასახელება და იურიდიული მისამართი)

 

შორის და მიღწეულ იქნა ურთიერთშეთანხმება შემდეგზე:

 

შემსყიდველმა გამოაცხადა ტენდერი შესყიდვაზე, _______________________________________

_____________________________________________

 (სამუშაოს მოკლე აღწერა)

 

და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება სამუშაოს შესრულებაზე შემდეგ

 

თანხაზე: _________________________________________(შემდგომში  – ხელშეკრულების ფასი).

 (მიუთითეთ ხელშეკრულების თანხა ციფრებითა და სიტყვიერად)

 

წინამდებარე ხელშეკრულება ადასტურებს შემდეგს:

 

1. მოცემულ ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და გამოთქმები ატარებენ იმავე მნიშვნელობ ა ს, რაც მათ აქვთ მინიჭებული ხელშეკრულების პირობებში.

2. ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქმნიან მოცემულ ხელშეკრულებას და წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს, კერძოდ:

ა) წინამდებარე ხელშეკრულება;

ბ) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება, სამუშაოების შესრულების მეთოდები, გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვა;

გ) სამუშაოების შესრულების ვადები;

დ) ტექნიკური პირობები;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (თუ ეს მექანიზმი გამოიყენება).

თ) ნახაზები და სპეციფიკაციები.

3. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შეუსრულოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.

ყოველივე ზემოთქმულის დასტურად მხარეებმა გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავში მითითებულ დღესა და წელს.

 

ხელის მოწერა და ბეჭედი __________________________________________________________

(შემსყიდველის სახელი, გვარი)

 

ხელის მოწერა და ბეჭედი ____________________________________________________________

(მომწოდებლის სახელი, გვარი)

 

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი