„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№588
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 95, 03/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№588

2010 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №56, მუხ. 610) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის:

ა.ა) მე-5 მუხლში სიტყვები: „გენერალური პროკურორის,“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს მთავარი პროკურორის,“ ხოლო სიტყვები: „საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის,“ შეიცვალოს სიტყვებით: „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის,“;

ა.ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს დაჯილდოების ფურცელთან ერთად უგზავნის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს (რეგისტრაციის ადგილის მითითებით) და პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით – თუ შესაბამისი სახელმწიფო ჯილდოსათვის გათვალისწინებულია ერთდროულ ფულადი პრემიის გაცემა, ხოლო სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შემთხვევაში – აგრეთვე სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს.“;

ა.გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოება ხდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ა.დ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

    „მუხლი 81.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური დაჯილდოებულ პირზე ერთდროული ფულადი პრემიის გაცემის მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს;

ბ) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს რეგისტრაციის ადგილის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადასტურებულ ცნობას, ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;

დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში).“;

ა.ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

საქართველოს ორდენებისა და მედლების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება, ხოლო შესაბამისი მოწმობის დუბლიკატი გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის მიერ იმავე პირობის არსებობისას.“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში:

ბ.ა) სიტყვები: „მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით: „მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახური“;

ბ.ბ) დაჯილდოების ცერემონიისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის შესახებ ცხრილის მეექვსე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვის გადაეცა (ორგანიზაცია, გვარი, სახელი, თანამდებობა, ტელეფონის №, პირადობის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი მოწმობის ნომერი“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი