„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№692
2010 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №79, მუხ. 855) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების (24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის) და ენერგოსექტორის დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის, აღნიშნულ სფეროებში პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას წყალმომარა-გებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი – კომისიის მდივანი
შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი – კომისიის წევრი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე – კომისიის წევრი
შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №692. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №692, 30.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1032452/