„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№702
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.015139
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 111, 06/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.015.139

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება№702

2010 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.10წ., №33, მუხლი 543) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი:

ი.ა) პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;

ი.ბ) სისტემური ადმინისტრირების სამმართველო;

ი.გ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;

ი.დ) ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველო;

ი.ე) ვებრესურსების მართვის სამმართველო.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 მუხლი:

     „მუხლი 142. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი

1. პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ერთიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;

გ) ახალი პროდუქტების და სერვისების პროექტირება;

დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების განვითარების, მართვის და მომსახურების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ხარისხის მართვა და კონტროლი;

ე) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კვლევების განხორციელება;

ვ) ინფორმაციის შეგროვება, სისიტემატიზაცია და დამუშავება;

ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული აქტივების და პროცესების აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება, მათი აღრიცხვა და მართვა;

თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების კოორდინაცია;

ი) პროექტების ინიციირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორცილელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა. პროექტების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარება.

2. სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველ-ყოფის მიზნით;

ბ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;

გ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;

დ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, მონაცემთა რეზერვირების და აღდგენის უზრუნველყოფა. აღდგენის გეგმის მომზადების და პერიოდული ტესტირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან თანამშრომლობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სისტემაში რეგისტრირებულ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და ინციდენტების წინასწარ გამორიცხვის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა.

3. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების და ცვლილებების აღრიცხვა და კონტროლი;

გ) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება და არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა;

დ) საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთათვის დახმარების გაწევა და გაუმართაობის აღმოფხვრა;

ე) სტატისტიკური და ანგარიშგებების ფორმების (რეპორტების) გენერირება;

ვ) საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების ასახვა მონაცემთა ბაზებში და საინფორმაციო სისტემის პროგრამულ კოდში.

4. ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საგადასახადო/საბაჟო ორგანოების მოქმედი საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;

ბ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების სამომხმარებლო ტესტირება, სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება და დანერგვა;

გ) ტრენინგების ორგანიზება და სათანადო კონსულტაციების გაწევა არსებული პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის, საინფორმაციო სისტემებში შესაბამის მომხმარებელთა დაშვების უზრუნველყოფა;

დ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების საპილოტო დანერგვა და ტესტირება, საინფორმაციო სისტემების საოპერაციო გარემოში გასაშვებად მომზადება და გაშვების უზრუნველყოფა;

ე) შემოსავლების სამსახურში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია;

ვ) ახალი და არსებული ავტომატიზირებული სამუშაო ადგილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

ზ) სისტემაში რეგისტრირებულ მოთხოვნებზე და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება;

თ) რეგისტრირებული ინციდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში, პრობლემების გადაჭრაზე მოთხოვნის გადაცემა სხვა პასუხსმგებელი სტრუქტურული ერთეულის-თვის;

ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების აღრიცხვის უზრუნველყოფა, შესყიდვა/განახლებაზე მოთხოვნების აღრიცხვა, ანალიზი, შესყიდვების დაგეგმვა, შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა, მოწოდების კონტროლი და გადაცემის უზრუნველყოფა.

5. ვებრესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ვებარქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;

ბ) ერთიანი საჯარო და შიდა კორპორატიული პორტალის მომსახურება;

გ) საჯარო ინფორმაციის პუბლიკაციის სტანდარტების შემუშავება და რეალიზაცია;

დ) შესაბამისი მომხმარებლებისათვის ერთიანი, მრავალფეროვანი ვებსერვისებისა და ელექტრონული მომსახურების შეთავაზება.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი