„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.014.864
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №580
2010 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში (სსმ III, 13.11.09, №140, მუხლი 1616) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულება (დანართი №8)“.
3. ბრძანების დამტკიცებული „საოპერაციო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულებების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;
ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში. რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;“;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ1 ქვეპუნქტი:
„დ1) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელი გადახდების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება“;
გ) მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;“;
დ) მე-5 მუხლის:
დ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში, რეგისტრირებული ვალდებულებების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;“;
დ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელი გადახდების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება;“;
დ.გ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში, რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;“;
დ.დ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;“;
ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) დეპარტამენტში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია სპეციალურ ჟურნალში.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №2) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოითხოვოს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენა და პროცედურების დაცვა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების შესაბამისად;“;
5. ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3):
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულებების შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით;“;
ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით;“;
ბ) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ვალდებულებების შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულებების შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით;
ბ) ყოველდღიურად საქართველოს ფინანსთა მინისტრთან წარსადგენად სახელმწიფო ხაზინაში სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ვალდებულებების რეესტრისა და მოხსენებითი ბარათის მომზადება;
გ) ვალდებულების დამტკიცება და საოპერაციო დეპარტამენტზე და რეგიონალურ ხაზინებზე დაშვება საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. საგადახდო მოთხოვნების შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით;
ბ) ფულის გაცემის ოპერატიული გეგმის ფარგლებში საგადახდო მოთხოვნების ელექტრონული რეესტრის შედგენა და გაგზავნა ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების დეპარტამენტში გასანაღდებლად;
გ) სავალუტო ოპერაციებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და ავტორიზაცია;
დ) საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ განსახორციელებელ გადახდებზე ფულადი სახსრების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების კონტროლი.“.
6. ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №5):
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) საქართელოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშსწორების განხორციელება ელექტრონული საგადასახადო საბუთების მეშვეობით;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტიდან გადმოცემული საგადახდო მოთხოვნების და საგადახდო დავალებების რეესტრების დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და გაგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად;
გ) ხაზინის ერთიან ანგარიშზე შიდა ოპერაციების განხორციელება;
დ) სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალებების წარდგენა საბანკო დაწესებულებებში ხაზინის ანგარიშებზე ოპერაციების განსახორციელებლად;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენის მიერ სავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და წარდგენა ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად;
ვ) ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე;
ზ) საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ ფინანსური გეგმის ფარგლებში კვირების მიხედვით გასაწევი ხარჯების და სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველდღიური ხარჯების ზღვრული მოცულობების საპროგნოზო მეჩვენებლების კონტროლი;
თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება;
ი) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი ფორმებით;
კ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კონსოლიდირება და გადასახდელების შესრულების ყოველდღიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება;
ლ) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება;
მ) სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესრულების ანგარიშგების მომზადება;
ნ) ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება;
ო) საინკასო დავალებებით ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოჭრილ თანხებზე მხარჯავი დაწესებულებების ინფორმირება;
პ) წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიღება და განხილვა;
ჟ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალებების წარდგენა საბანკო დაწესებულებებში ხაზინის ანგარიშებზე ოპერაციების განსახორციელებლად;
ე) ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე;“;
გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენის მიერ სავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და წარდგენა ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად;
ზ) საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ ფინანსური გეგმის ფარგლებში კვირების მიხედვით გასაწევი ხარჯების და სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველდღიური ხარჯების ზღვრული მოცულობების საპროგნოზო მეჩვენებლების კონტროლი.“;
დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი ფორმებით;“;
ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსების შესრულების ანგარიშგების მომზადება.“;
7. ბრძანებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №7):
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური ხაზინების ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა;“;
ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში დაშვებული ლიმიტების შესაბამისად, საწვავის მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა;“;
ა.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების“ (დანართი №8):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულება“;
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის რეგიონალური ხაზინები (შემდგომში – რეგიონალური ხაზინები) წარმოადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვას და ანგარიშგებას.“;
ბ.ბ) მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 15 ივლისიდან.
კ. ბაინდურაშვილი