„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.014.865
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №581
2010 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებით (სსმ III, 13.11.09, №140, მუხლი 1614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულებების და საგადახდო მოთხოვნების მიღება და შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;“;
ბ) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მოითხოვოს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენა და პროცედურების დაცვა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების შესაბამისად;“.
3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საოპერაციო დეპარტამენტი – დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო იურიდიული დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტაციასთან საგადახდო საბუთების შესაბამისობის კონტროლი; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების მიღება, შემოწმება და რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით; რეგისტრირებული ვალდებულებების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, შემოწმება და რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით; რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში; საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით დადგენილი ფორმების მიღება და დამუშავება; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავარაუდო გადახდებზე ინფორმაციის მიღება და დამუშავება; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღება და სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოთხოვნების დამუშავება და ინფორმაციის წარდგენა ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტში ფულადი სახსრების ოპერატიული გეგმის შედგენის მიზნით; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;“;
ბ) „გ“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი – სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის ცნობარების შედგენა და განახლება ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციების მიხედვით; მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერისა და მის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების მიღება, შემოწმება, დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე; სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერის ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე; სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობების მიღება, დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე; სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულებების შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით; სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების რეესტრის მომზადება და წარდგენა მინისტრთან შესათანხმებლად; მინისტრის თანხმობის საფუძველზე ვალდებულებების დამტკიცება და საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე დაშვება; სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით; საგადახდო მოთხოვნების ელექტრონული რეესტრის შედგენა და გაგზავნა ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტში გასანაღდებლად; სავალუტო ოპერაციებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება, ავტორიზაცია და გადაგზავნა ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტში; საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ განსახორციელებელ გადახდებზე ფულადი სახსრების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილების შესახებ საგადახდო დავალებების შემოწმება და ავტორიზაცია; ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია; მიმდინარე შემოსავლებიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ან/და სხვა შემოსულობის გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების დაბრუნების ან/და ბიუჯეტში მიმართვის შესახებ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია;
დ) ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტი – ფულადი სახსრების მართვა საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით; ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების მომზადება; სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული გეგმის შედგენა, შესრულება და ანგარიშგება მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული გეგმების საფუძველზე საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიხედვით ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა; ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების ორგანიზება; სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის შემუშავება; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და საშინაო სავალო ვალდებულებების დაფარვის ოპერაციების წარმოება; არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და წინადადებების შემუშავება მისი დაფარვის წესის შესახებ; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალის ოდენობის განსაზღვრა და აღრიცხვა; სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება; სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანების უიმედოდ აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“ შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი; „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
ე) ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტი – ანგარიშსწორების განხორციელება საქართველოს ეროვნულ ბანკთან ელექტრონული საგადახდო საბუთების მეშვეობით; სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტიდან გადმოცემული საგადახდო მოთხოვნების და საგადახდო დავალებების რეესტრების დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და გაგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად; ხაზინის ერთიან ანგარიშზე შიდა ოპერაციების განხორციელება; სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალებების წარდგენა საბანკო დაწესებულებებში ხაზინის ანგარიშებზე ოპერაციების განსახორციელებლად; სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის მიერ სავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და წარდგენა ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად. ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე; საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ ფინანსური გეგმის ფარგლებში კვირების მიხედვით გასაწევი ხარჯების და სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველდღიური ხარჯების ზღვრული მოცულობების საპროგნოზო მაჩვენებლების კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ანგარიშების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი ფორმებით; წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კონსოლიდირება და გადასახდელების შესრულების ანგარიშების მომზადება; ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება; სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესრულების ანგარიშგების მომზადება: ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება; საინკასო დავალებით ჩამოჭრილ თანხებზე მხარჯავი დაწესებულებების ინფორმირება; წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიღება და განხილვა;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 15 ივლისიდან.
კ. ბაინდურაშვილი