„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№790
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.015141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 09/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.015.141

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №790

2010 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და  „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის №1, №2, №3, №4, №5, №6, №8, №9, №12, №13 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2🔗

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

პლანშეტი №1
ყოველდღიური საზაფხულო ფორმა –
დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი;  თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე
; შავი ფეხსაცმელი.
სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში –
წოდება)  შესაბამისი  ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი №2
ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;  დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; თეთრი მაისური ან მაისურის გარეშე
; შავი ფეხსაცმელი.
წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი  №3
ყოველდღიური საზაფხულო ფორმა
– დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი ფერის კეპი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის მაისური მოკლე სახელოთი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა

პლანშეტი
№4

1.
ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი პიჯაკი ღილკილოთი; შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;   დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2.
ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი მოკლე ქურთუკი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;  დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე;  შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი №5

ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი მოკლე დათბუნებული ქურთუკი;
შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი;
შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე
; შავი ფეხსაცმელი.
წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

ყოველდღიური ზამთრის ფორმა
პლანშეტი №6
1. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი  შავი ფერის შარვალი. შავი ფერის პალტო;
შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი;
რუხი ფერის ყელსახვევი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე;
შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).
წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2.  ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი  შავი ფერის შარვალი. შავი გრძელი დათბუნებული ქურთუკი;
შავი ფერის დათბუნებული კეპი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; თეთრი მაისური ან მაისურის გარეშე;
შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).
წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა
პლანშეტი №8
სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა – სააღლუმო გამოსასვლელი დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი ერთბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით და ღილკილოთი;
შავი წინაფრიანი ქუდი;
დამცავი (ღია-ცისფერი ტონალობის) ფერის პერანგი;
შავი ჰალსტუხი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ყოველდღიური სპეციალური ფორმა

პლანშეტი №9

1. ყოველდღიური სპეციალური ფორმა
– შავი ფერის საველე ქურთუკი; შავი ფერის საველე შარვალი; შავი ფერის მაისური;  შავი ფერის პულოვერი; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური სპეციალური ფორმა
– კომუფლირებული საველე ქურთუკი; კომუფლირებული მაისური; კომუფლირებული პულოვერი;  შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

3.
შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი.

ქუდის ემბლემა (კოკარდა)

სამკერდე ემბლემა

სამკლაური ემბლემა                              ღილკილო

პლანშეტი №
12
1. ქუდის ემბლემა (კოკარდა) – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი, რომლის წითელ (მეწამულ) ველზე გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული ყვითელი (ოქროს) აფთი.
2. ქუდის ემბლემა (კოკარდა)  – ფონი – ვერცხლისფერი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი. მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ  ფარზე ამოტვიფრულია ლაჟვარდისფერ ველზე გადაჯვარედინებული აფთები. უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც ამოტვიფრულია შავი მინანქრით წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.
2
1
. ქუდის ემბლემა (კოკარდა)  –
ფონი – შავი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი. მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ ფარზე ამოტვიფრულია წითელ (მეწამულ) ველზე გადაჯვარედინებული აფთები. უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც ამოტვიფრულია ოქროსფერი მინანქრით წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

3. სამკერდე ემბლემა
– სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში მრგვალი მედალიონი, რომლის ოქროს ველზე გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. მედალიონის გარშემო ლურჯ (ლაჟვარდოვან) ველზე არის ოქროსფერი წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

3
1
. სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. ფარზე ამოტვიფრულია ოქროსფერი წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე “POLICE”.

3
2
.
სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. ფარზე ამოტვიფრულია თეთრი ფერის წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

4.  სამკლა

ური ემბლემა –
სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. შავ ველზე, რომელსაც გარს არტყამს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი, გამოსახულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ემბლემა – ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი, რომელზედაც გამოსახულია მეწამულ (წითელ) ველზე  გამოსახული ლომი. კომპოზიციის ზედა მხარეს არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა „საქართველო”, ქვედა ნაწილში კი ოქროსფერ (ყვითელ) სადევიზე ბაფთაზე – „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი”.

5. ღილკილო –
საყელოს შავ ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომი.

წოდების აღნიშვნები
პლანშეტი №13
წოდების აღნიშვნები სამხრეების, სამკლავე დანაკერებისა (შევრონი) და ღილკილოების სახით.
1. პოლიციის გენერალ-მაიორი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით,  სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლავ
ური ოქროსფერი ერთი ხვეული და ერთი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.
2. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლავ
ური ოქროსფერი ერთი ხვეული და ორი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.
3. პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით,  სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლავ
ური ოქროსფერი ერთი ხვეული და სამი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.
4. პოლიციის მაიორი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლავ
ური ოქროსფერი ერთი ხვეული. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.
5. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ
ური ოქროსფერი ერთი ხვეული, ერთი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.
6. პოლიციის პოლკოვნიკი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ
ური ოქროსფერი ერთი ხვეული, ორი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.
7. პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ
ური ოქროსფერი ერთი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი (მცირე).
8. პოლიციის ლეიტენანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ
ური ოქროსფერი ორი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი (მცირე).
9. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ
ური ოქროსფერი სამი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი (მცირე).
10. პოლიციის კაპიტანი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ
ური ოქროსფერი ოთხი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ოთხი ვარსკვლავი (მცირე).
11. პოლიციის რიგითი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი). შევრონი – სამკლავ
ური შავი ფერის,   ხაზის გარეშე. ღილკილო – პლანშეტზე მოცემულ საყელოზე  განთავსებული შავი ფერის მანჟეტი წარმოადგენს  წოდების აღმნიშვნელს.
12. პოლიციის უმცროსი სერჟანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლავ
ური ერთი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.
13. პოლიციის სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლავური ორი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

14. პოლიციის უფროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლავური სამი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

15. პოლიციის ზემდეგი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოთხი ოქროსფერი ფართო ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლავური ოთხი ოქროსფერი ფართო ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ოქროსფერი ფართო ჰორიზონტალური ხაზი.