საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№219
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 04/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№219

2010 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ

    მუხლი 1

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრის შეერთების გზით.

    მუხლი 2

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრის ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1115 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“ მიღებულია 03.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №219. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“, №219, 03.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033116/