„თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№223
2010 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №87 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №61, მუხლი 678) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციის:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვას (შემდგომში – ნებართვა) გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“;
ბ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საბაჟო ორგანო წერილობითი ფორმით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს მომთავსებელს საქონლის სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ. რეგიონული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს) მომთავსებლის მიერ საქონლის გაუტანლობის შემთხვევაში მომთავსებელს ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
შემოსავლების სამსახური
თავისუფალი საწყობის საქმიანობის
სანებართვო მოწმობა N000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი
_________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
(საწარმოს სრული დასახელება, ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი, სარეგისტრაციო მონაცემები; ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საწყობის მისამართი, საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო
ტერიტორიაზეც მდებარეობს საწყობი, საბაჟო გამშვები პუნქტი)
სანებართვო მოწმობა გაცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შემოსავლების სამსახურის უფროსის
20..... წლის ......... .......................... ის № ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი ........ ............................ 20 წ.
მოქმედების ვადა ........ ............................ 20 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შემოსავლების სამსახურის უფროსი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა ბ.ა.
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
.“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაცემული სანებართვო მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 03.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №223. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №223, 03.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033181/