„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.015.103
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება№673
2010 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.07, №186 მუხლი 2103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1
დამტკიცდეს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6).“.
2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 32 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. განსახორციელებელ გადახდებზე ხაზინაში წარსადგენი ინფორმაცია
1. ორგანიზაცია, საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე ვალდებულების დოკუმენტთან (გარდა გრიფით „საიდუმლო”) ერთად, სახელმწიფო ხაზინაში ინფორმაციას (დანართი №6) წარადგენს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებზე:
ა) საქონელი და მომსახურება;
ბ) სუბსიდიები;
გ) სხვა ხარჯები;
დ) ძირითადი აქტივები;
ე) მატერიალური მარაგები;
ვ) ფასეულობები;
ზ) არაწარმოებული აქტივები;
თ) სესხები;
ი) სხვა კრედიტორული დავალიანებები.
2. დანართი №6-ის მეორე და მესამე ნაწილებში ინფორმაცია მიეთითება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის” დანართის ცხრილი №1, ცხრილი №2 და ცხრილი №3-ის მიხედვით.
3. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა არ დაარეგისტრირებს შესაბამის ვალდებულების დოკუმენტს.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს დანართი №7.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 6 სექტემბრიდან.
კ. ბაინდურაშვილი