„გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№680
სარეგისტრაციო კოდი
200290000.22.033.015104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 30/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.290.000.22.033.015.104

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება№680

2010 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №243 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009, №49, მუხ. 553) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნeს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, ქრონომეტრაჟის პროცედურების განხორციელების დროს, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა უსაფრთხოებასა და მოპოვებული მტკიცებულებების დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი;“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) განხორციელებული პროცედურის დასახელება (გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურა – ქრონომეტრაჟი);“.

4. მე–6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქრონომეტრაჟის პროცედურის განხორციელებისას შედგენილი მასალები დადგენილი წესით ინახება საგადასახადო ორგანოში.“.

5. დანართი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმის შესაბამისად.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კ. ბაინდურაშვილი

დანართი №1

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური

 –––––––––––––––––––––– 20 წ.             –––––––––––––––––––––––––––

     (შედგენის თარიღი)                                       (შედგენის ადგილი)

 

ოქმი

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე ჩატარებული

ქრონომეტრაჟის შედეგების შესახებ

–––––––––––––––––––––––– 20–– წლის „––“ „––––––––“ №––– ბრძანების საფუძველზე

 (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ

 (საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ქრონომეტრაჟის პროცედურის ჩატარების ადგილი – ობიექტის დასახელება, ფაქტობრივი მისამართი)

20–– წლის „ –––––“ „–––––––––––“-დან 20–– წლის „––––“ „––––––––––––––“-მდე

განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურა – ქრონომეტრაჟი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მონაწილეობით

(ქრონომეტრაჟის პროცედურის განხორციელებაში მონაწილე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის სახელი და გვარი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ქრონომეტრაჟის ჩატარების შედეგი პერიოდის მიხედვით, ყოველდღიური ან შემაჯამებელი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ქრონომეტრაჟის პროცედურის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები (ოქმის შემდგენი):

–––––––––––––––––––––––                 ––––––––––––––––––––

      (სახელი, გვარი)                                      (ხელმოწერა)

–––––––––––––––––––––––                 ––––––––––––––––––––

     (სახელი, გვარი)                                      (ხელმოწერა)

გადასახადის გადამხდელი

ან/და მისი წარმომადგენელი: –––––––––––––––––    –––––––––––––––––––––

                                                       (სახელი, გვარი)                (ხელმოწერა)

მოწვეული სპეციალისტი: –––––––––––––––––––        –––––––––––––––––––––

                                                       (სახელი, გვარი)               (ხელმოწერა)

შენიშვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––