,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ”
მიღების თარიღი 18.08.2005
ძალის დაკარგვა 11.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №143
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.10.003.000.277
გამოქვეყნების წყარო სსმ, 97, 19/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 1.25in 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №143
2005 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის თანახმად:
1. დამტკიცდეს გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის თანდართული წესები და პირობები.
2. ამ დადგენილების გამოცემამდე ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებებზე ნებართვა გაიცემა დადგენილების ძალაში შესვლამდე აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესები და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესები არეგულირებს გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტს და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ნებართვის მაძიებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია – ყველა სახის ცხოველები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და ნედლეული, ცხოველთა საკვები, საკვებდანამატები, ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები.
2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია – ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება.
3. ცხოველთა საკვები – საწარმოო წესით მიღებული ცხოველთა საკვები.
4. საკვებდანამატები – ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები, ნაერთები, რომლებიც გამიზნულად შეაქვთ ცხოველთა საკვებში მათი ორგანოლეპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ან შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად.
5. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – დაკლული ცხოველებისაგან მიღებული ყველა სახის საკვები პროდუქტნედლეული: ხორცი, ხორცპროდუქტები, საწარმოო წესით მიღებული ძეხვეული და კონსერვები, სუბპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი და კვერცხი, თევზი და თევზეული, თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები.
მუხლი 3🔗. სანებართვო საქმიანობის სახეები
სანებართვო საქმიანობის სახეები:
ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი;
ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი;
გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი (ნებართვა გაიცემა მცენარეებისა და გადაუმუშავებელი მცენარეული წარმოშობის მასალების, კერძოდ, მარცვლისა და მერქნის ტვირთებზე).
მუხლი 4🔗. ნებართვის გამცემი ორგანო
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვის გაცემის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი, ხოლო ფიტოსანიტარიული კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემისა – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური.
მუხლი 5🔗. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები
1. ნებართვის მისაღებად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაცია და პირობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.
2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ექსპორტიორი ქვეყნისა და შემოსატანი ტვირთის დასახელებას, რაოდენობას, მოძრაობის მარშრუტს, მისი მიღების ადგილს, ხოლო ეტაპობრივად შემოტანის შემთხვევაში – თითოეული პარტიის რაოდენობასა და შემოტანის ვადას.
3. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს საბუთი პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნისა და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ, ხოლო ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას – სარეგისტრაციო მოწმობა.
4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტსა და ტრანზიტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც, საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით, ითვლება კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული დაავადებების მიმართ, ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.
5. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული იმ ქვეყნებიდან, სადაც გამოვლინდა საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული დაავადებები, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის საფუძველზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.
6. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ტრანზიტის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს ექსპორტიორ ქვეყანაში ვეტერინარი ინსპექტორის მივლინების გარეშე, თუ ტვირთის კონკრეტული პარტიის გარანტირებულ მიღებაზე არსებობს მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის წერილობითი თანხმობა.
მუხლი 6🔗. ნებართვის გაცემის წესი
ნებართვის გამცემი ორგანო ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
მუხლი 7🔗. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვა გაიცემა ერთი თვის ვადით.
2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა სულ ბევრი ექვსი თვის ვადით.
მუხლი 8🔗. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის და ნებართვის გაუქმება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. სანებართვო რეესტრი
ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სანებართვო რეესტრი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად.