„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.082
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება№3/175
2010 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №36, მუხ. 318) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით განისაზღვროს ანსამბლის საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი.“;
2 მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ანსამბლს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ანსამბლის ქონება
1. ანსამბლს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.“.
4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ანსამბლის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-გაანგარიშება
ანსამბლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-გაანგარიშება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადებში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.“.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ანსამბლის საქმიანობის კონტროლი
2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.
6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი:
„მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/175. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.054.015081.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №3/175, 23.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.015081 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033970/