„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 მარტის №3/57 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/181
სარეგისტრაციო კოდი
040300000.22.054.015088
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 27/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.088

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება№3/181

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 მარტის №3/57 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 მარტის №3/57 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრს, მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე)თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა (გარდა ლიცენზირებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა);

ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვა-ლისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის მართვას ახორციელებს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“.

4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგინოს ცენტრის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, ცენტრის ბიუჯეტი.“.

5. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) ცენტრის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.“.

6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ცენტრის ქონება

1. ცენტრს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად;

2. ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე არსებული შენობის, მიმდებარე ტერიტორიის – ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის, მუსიკალური საკრავების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ქონებისაგან;

3. ცენტრის ქონებად ითვლება, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.“.

7. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.

8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა