„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №3/34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/168
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.015074
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 27/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.074

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება№3/168

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №3/34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №3/34 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2010 წ., №25, მუხ. 373) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორკესტრის მართვას ახორციელებს ორკესტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმოუდგინოს ორკესტრის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, ორკესტრის ბიუჯეტი“;

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ორკესტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს“.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 ორკესტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს ორკესტრის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ორკესტრს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა“.

6. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობას.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №3/34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.08.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №3/34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №3/34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/168. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.054.015074.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №3/34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №3/34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.08.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №3/34 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3/168, 23.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.015074 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1034379/