ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 24.09.2010
ძალის დაკარგვა 12.09.2014
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016007
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 18/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.11.2017
- ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 42.5pt 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2010 წლის
24 სექტემბერი
დ. ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 დეკემბრის №
08 დადგენილება.
3. ეს
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში _
სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე კანონითა ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულოს საქმიანობის უზრუნველყოფას.
2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება გამგეობას უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა გამგეობასთან.
3. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს ბეჭედი და დამღა,
რომლის გამოყენების წესი განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ადმინისტრაციული სამსახური წარმოადგენს გამგეობის მუდმივმოქმედ, ანაზღაურებადი საშტატო ერთეულების საფუძველზე შექმნილ სამსახურს.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონი, „
საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება;
2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, დოკუმენტაციის აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, საქმისწარმოების წესით და გამგებლის სხვა ადმინისტრაციული აქტებით.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახური ძირითადი ფუნქციები
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.
2. გამგებლის დავალებების შესაბამისად მოამზადოს გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტები.
3. ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
4. მოამზადოს გამგებლის ადმინისტრაციული აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები.
5. უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება.
6. წარმოადგინოს და დაიცვას გამგეობის ინტერესები სასამართლოში.
7. უზრუნველყოს ერთიანი საქმისწარმოება, სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის; განახორციელოს კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე. უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება.
8. მოახდინოს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო, ტელე-კომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება.
9. უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
10. მოახდინოს გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
11. გამგებლის დავალებით აწარმოოს სამსახურებრივი მოკვლევა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნები.
12. შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები.
თავი II
ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული შემადგენლობა
ა) იურიდიულ განყოფილება;
ბ) საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
თავი III
ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული
ერთეულებისა და თანამდებობის პირების
ფუნქციები
მუხლი 5🔗. გამგებლის თანაშემწე
1. ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.
2. ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს გამგებლის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
3. უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების ორგანიზაციულ გადაწყვეტას.
4. ორგანიზაციას უკეთებს სხვადასხვა დარგებში განსახორციელებელი ღონისძიებების მომზადებას და ჩატარებას.
მუხლი 6🔗. იურიდიული განყოფილება
1. ახორციელებს გამგებლის ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს.
2. წარმოადგენს და იცავს გამგეობის ინტერესებს სასმართლოში.
3. აკონტროლებს გამგეობის ადმინისტრაციული აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ.
4. ასრულებს გამგებლისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 7🔗. საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
1. ახორციელებს გამგეობის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. უზრუნველყოფს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების შედგენას.
3. ორგანიზებას უწევს თათბირებზე მოსაწვევ პირთა გაფრთხილებას.
4. ორგანიზებას უწევს სამუშაო თათბირებზე განსახილველ საკითხთა დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას.
5. ამზადებს გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას.
6. ორგანიზებას უწევს გამგეობის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან.
7. უზრუნველყოფს გამგეობის საჯარო მომსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას.
8. აფორმებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს.
9. ორგანიზაციას უწევს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას გამგეობის სამსახურებში.
10. უზრუნველყოფს გამგეობის სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, მის ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას; საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას.
11. აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე გამგეობის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპოდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას.
12. უზრუნველყოფს ადმინსრტაციულ სამსახურში ერთიან საქმისწარმოებას; აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს.
13. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს თვითმმართველობის საკრებულოსა და გამგეობის, ასევე მათ სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისადმი.
14. ახორციელებს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მატერიალურ უზრუნველყოფას.
15. უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული შენობების შენახვას, მოვლა-პატრონობასა და ექსპლოატაციას.
16. ახორციელებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
17. უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას.
18. ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული შენობების დაცვას და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას; უზრუნველყოფს საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგების და სატელეფონო ქსელების გამართულ მუშაობას.
19. ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.
თავი IV
ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
1. ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კორდინაციას უწევს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:
ა) უძღვება ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას;
ბ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
გ) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
დ) ადგენს სამსახურის შრომის შინაგანაწესს „
საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) ახორციელებს გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
5. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობებს,
გამგებლის დავალებით,
ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
თავი V
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაცია;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკის, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „
საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 12🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „
საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
თავი VI
სხვა დებულებები
მუხლი 13🔗. ადმინისტრაციულ სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.