„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №397
2008 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №41, მუხ. 474) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატებები და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ანალიტიკური დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შემოსული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვებას, ანალიზს, სისტემურ დამუშავებას და სამსახურის მიერ წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას;
ბ) ინფორმაციის დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული და ღია წყაროებიდან, ასევე ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;
გ) ადმინისტრაციული დირექტორატი – ახორციელებს სამსახურის საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო, სამეურნეო, ტექნიკურ, საქმისწარმოებით, საპროტოკოლო უზრუნველყოფას, მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებას, სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
დ) უსაფრთხოების დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას, ახორციელებს სამსახურის ინსპექტირებას, სამსახურის მოსამსახურეების სპეციალურ შემოწმებას;
ე) ტექნიკური დაზვერვის დირექტორატი – უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ვ) არქივი (სამმართველო) – უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვას და საარქივო საქმისწარმოებას.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.08.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 04.08.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №397. სარეგისტრაციო კოდი — 130.060.000.08.002.004.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №397, 04.08.2008, სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103486/