"ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.129.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 18/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

 დადგენილება №18

2010წლის 1 ოქტომბერი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №4 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;“.

2. დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;“.

3. დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;“.

4. დებულების (რეგლამენტის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე -11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს;ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;“.

5. დებულების (რეგლამენტის) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხ თა კომისია;“.

6. დებულების (რეგლამენტის) 93-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის, და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის წინადადებით) უფროსისა და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.“

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარ ე ი. ჭუმბურიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.2010.
როდის იქნა მიღებული "ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
"ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.10.2010. მიმღები ორგანო — ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.129.016002.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №18, 01.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.129.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1035170/