თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.10.2010
ძალის დაკარგვა 21.01.2015
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 18/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,666 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.2010 მიღება
21.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
სახელი და გვარი
ქონების დასახელება ლოტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:19.05pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:19.05pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:19.05pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:19.05pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:19.05pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:19.05pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:19.05pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 28.35pt 1.15pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №20 2010  წლის 1 ოქტომბერი ჭიათურა  თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“  საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-13 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-14 მუხლის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დებულება „თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ (დანართი №1)     მუხლი 2🔗 დამტკიცდეს: ა) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი  ოქმი (დანართი №2); ბ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №3); გ) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №4); დ) უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების დამადასტურებელ მოწმობა (დანართი №5); ე) აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №6); ვ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №7); ზ) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №6); თ) აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმა ბეს  დაბრუნების მოთხოვნით (დანართი №9); ი) აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №10); კ) სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №11).     მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                      ი. ჭუმბურიძე დანართი №1 დ ე ბ უ ლ ე ბ ა თვითმმართველი ერთეულის –ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ  თავი   I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. 1. ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“  საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის  წესებს. 2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად  თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და  სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით იღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო პირობებს ადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. თავი   II თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის  ფორმით პრივატიზება     მუხლი 2🔗.  ქონების აუქციონის  ფორმით პრივატიზების ფორმები 1. თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის  ფორმებით. 2. თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის  ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 3. თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს  თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). თვითმმართველი ერთეულის  ჭიათურის მუნიციპალიტეტის  ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე  პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-9, მე-10, მე-12 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 4. თვითმმართველი ერთეული – ჭიათურის მუნიციპალიტეტი (შემდგომში – გამყიდველი) ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.     მუხლი 3🔗. აუქციონის გამოცხადება 1. აუქციონი ცხადდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ  მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით. 2. თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით საპრივატიზებო საწყის ფასს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო.  3. თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქარველოს სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 4. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. 5. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველსა და მყიდველს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ამ დადგენილებით დამტკიცებული ტიპური ფორმის ოქმი (დანართი №2, დანართი №3), რომელიც შეიცავს თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.                                                                      მუხლი 4🔗. აუქციონის    ორგანიზება 1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით, რომელშიც  შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და  სააუქციონო კომისიის წევრები. 2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.      3. თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების განმეორებით გამოცხადებული აუქციონი ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით პრივატიზაბისას, თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზაბის შესახებ გადაწყვეტილება და ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე  10 კალენდარული დღით ადრე. 4. გამყიდველი ვალდებულია, თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების აუქციონის  შესახებ გადაწყვეტილება და  ინფორმაცია გამოაქვეყნოს ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოსა და გაზეთ „24 საათში“ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების დაცვით. 5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) გამყიდველის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში); გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) ბეს რაოდენობას, რომელიც განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების საწყისი სააუქციონო ღირებულების 30% -ის რაოდენობით, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით; ვ) განაცხადის მიღების ადგილსა (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად. 6. აქციების ან სხვა აქციათა პაკეტის (წილის) გაყიდვის შემთხვევაში ინორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულობას; დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყისს ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში. 7. მყიდველს უფლება, აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 8. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონებას. 9. აუქციონი  არშემდგარად ცხადდება, თუ: ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ; ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი; გ) აუქციონის მონაწილე/ მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება არშემდგარი აუქციონის შესახებ მოხსენებითი ბარათი გამყიდველის სახელზე, რომელსაც ხელს აწერს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო აუქციონის მონაწილის და მონაწილეობის მსურველის მიერ შეტანილი ბე სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 11. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების საბოლოო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველი იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე. 13. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია ამ დებულებით განსაზღვრული წესი ან/და პირობები, მის მიერ შეტანილი „ბე“ სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 14. გამყიდველი უფლებამოსილია გადაავადოს ან ჩატარებამდე გააუქმოს თვითმმართველი ერთეულის  ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში აუქციონის მონაწილეს შეტანილი ბე უკან უბრუნდება. 15. თუ არ მოხდება თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება, ამ  ქონების შეცვლელი  საწყისი ფასით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე  თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ თვითმმართველი ერთეულის  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც  არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 16. თუ არ მოხდება თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების  განკარგავა, გამყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 17. მუდმივმოქმედი საააუქციონო კომისია ამ დადგენილებით დამტკიცებული ტიპური ფორმების მიხედვით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (დანართი №2 ან დანართი №3 ) და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას (დანართი №4 ან დანართი №5)       მუხლი 5🔗. აუქციონში  მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 2.  აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მე-15 დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის განაცხადს (დანართი №6 ან დანართი №7, ან დანართი №8), რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, თვითმმართველი ერთეულის –  ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, იმ ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე; ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის  მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამდასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №10, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში დანართი №11), იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს ბილეთს. მონაწილის ბილეთით  მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტასუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.     მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3.  აუქციონს  ატარებს აუქციონატორი. 4.  თითოეულ  ობიექტზე  ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს და ბიჯს, რომლის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს მყიდველი და მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდვლის უფლებამოსილი წარმომადგენელი. 8. მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის განაცხადის (დანართი №9) წარდგენის შემდეგ უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე, ხოლო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის  ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თამჯდომარე და მდივანი.     მუხლი 7🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი, გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი  ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. 2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის  ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. 3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე და საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს სამი თვისა. 4. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:  ა) მონაცემები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ; ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი; გ)  თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის ფასი; დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონისა და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით. 5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადაიხადოს თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე  დასახელებულ საბოლოო ფასს. ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მყიდველმა უნდა წარმოადგინოს გადახდიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. 6. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დადასტურების მომენტიდან. 7. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 8. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 9. თუ  გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პირგასამტეხლოს. 10. ოქმის მოქმედების პერიოდში, ქონების  საბოლოო  ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობეობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და საჯარო რეესტრში ან შესაბამის  მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.     მუხლი 8🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე  და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).     მუხლი 9🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში 1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია,  თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. 2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს საკუთრების უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა  ეცნობოს გამყიდველს. 4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 5. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების  შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო  პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%. 6. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. თავი III თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა     მუხლი 10🔗.  ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები 1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქარველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები. 2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ვადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 3. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. ქირა ირიცხება  ადგილობრივ ბიუჯეტში. 4. ჭიათურის მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უზუფრუქტის და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)  იურიდიულ პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.     მუხლი 11🔗.  ქონების სარგებლობაში გადაცემა 1. ქონების, უზუფრუქტის, აღნაგობის ქირავნობის, იჯარის და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის სათანადო განაცხადის საფუძველზე. 2. ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საქარველოს სამოქალაქო კოდექსის  საფუძველზე იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ ქონება უნდა დაუბრუნდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტს იმ პირობებით, რომელსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება.     მუხლი 12🔗. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება 1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. 2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა. აუქციონის პირობების და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს  თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.     მუხლი 13🔗.  ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის პირობები ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის შემთხვევაში გამოიყენება ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობები.     მუხლი 14🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის ჩატარების წესი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირობები.     მუხლი 15🔗. გარიგებათა გაფორმების წესი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის გარიგებათა გაფორმებისას გამოიყენება ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობები.     მუხლი 16🔗. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა 1. ქონების მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ ან/და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. მხარეთა შორის შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადაც. 2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით) ან სხვაგვარად დატვირთოს თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად. იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.   3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულებით, კერძოდ: ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.     მუხლი 17🔗. დავათა განხილვის წესი თვითმმრთველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.   დანართი №2 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო  კომისია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № „ ----------“  „-------------------“                                             ჭიათურა 1. წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა  ----------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, /იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის  ქონების ----------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------          (ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან) ქონების საწყისი ფასი                 -------------------                  (-------------------------------------)                                                                                                           ციფრებით                                                      სიტყვიერად შემდგომი პრივატიზების მიზნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ  2010 წლის ----------  „-----------------“ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის            ----------      (------------------------------)                  ციფრებით              სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ---------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) ქონება 2. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე № ---------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------- 3. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 4. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. 5. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 7. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 8. წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება,  თან ერთვის: 1. ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან;  2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; 3. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. სააუქციონო  კომისიის თავმჯდომარე  -------------------              /----------------------------/                                                                                               ხელმოწერა                                         სახელი გვარი       აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)      ---------------                 ---------------------                                                                                                                        ხელმოწერა                          სახელი და გვარი                                                        ბ.ა დანართი №3 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №        „ ––– “  „––––––––––– “ 20                                                   ჭიათურა 1.  წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, (იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა), სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და  მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების  შესახებ”  საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად მუნიციპალური ქონების ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან) ქონების საწყისი ფასი -------------------------    (----------------------------------------------)                                                         ციფრებით                       სიტყვიერად შემდგომში პრივატიზების მიზნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის  მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20   წლის  „----------“ „------------------“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის  --------------------- (----------------------------------------) ლარი,                                                                             ციფრებით                       სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას  „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების  შესახებ”  საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა  ჭიათურის    მუნიციპალიტეტის      ქონება -------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) 2. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა ) გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ ანგარიშზე № --------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 4. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:      1. -----------------------------------------------------------------------------------      2. -----------------------------------------------------------------------------------      3. -----------------------------------------------------------------------------------      4. ----------------------------------------------------------------------------------- 5. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 6. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 7. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 8. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა: 1. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან  ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 3. მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის  ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.05%   9. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით  შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. 10. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 11. მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის  და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა  ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 12. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 13. ოქმი (ხელშეკრულება)) შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი)  თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: 1. ამონაწერი საჯარო ან/სამეწარმეო რეესტრიდან. 2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. 3. იმ შემთხვევაში, თუ  მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით,  წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.     სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე    ------------------------------------        ------------------------------------------------                                                                                                                                ხელმოწერა                              სახელი და გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი                -----------------------------                          -----------------------------------------------                                                                                                                                                                                 ხელმოერა                                       სახელი და გვარი                              ბ.ა დანართი №4 ჭიათურის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა № ეძლევა --------------------------------------------------------------------------------------------------- -----------------------------------------------------------------------------------------------------------                         (მესაკუთრე და მისი მისამართი) მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში ------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება და მისამართი) მიწის ფართობი ----------------------------- კვ.მ. ----------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------- საფუძველი --------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები) მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს. გაცემის  თარიღი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე       ---------------------------                 --------------------------------                                                                                                                       სახელი და გვარი დანართი №5 ჭიათურის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა № ეძლევა --------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------                         (მესაკუთრე და მისი მისამართი) მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულულების მიწის ნაკვეთი ფართობით ------------------------------------------------------------------------------------ კვმ. რომელიც მდებარეობს -------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------       (ადგილმდებარეობა) საფუძველი --------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები) მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს. გაცემის  თარიღი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე       ---------------------------                 --------------------------------                                                                                                                       სახელი და გვარი დანართი №6 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს                                                 მოქალაქე: (იურიდიული პირი)  --------------------------------                                                       მისამართი: ---------------------------------------------------------                                                                                    ტელ.:  ----------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ---- -------------------------------------- (რიცხვი, თვე, წელი) გამოცხადებულ აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების -------------------------------------------------------------------------------                                                          (ქონების დასახელება და საწყისი ფასი)  ---------------------------------------------------- პრივატიზების მიზნით. ჩემ მიერ  გადახდილია ბე და ბილეთის ფასი. დანართი: 1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში) 2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში) 3. გადახდილი  ბესა  და ბილეთის  ქვითრის ასლი. განმცხადებლის ხელმოწერა                                                                               თარიღი: (--- / ---/ 20  ---წ. ) დანართი №7 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს                                            მოქალაქე: (იურიდიული პირი)  --------------------------------                                             მისამართი: --------------------------------------------------------           ტელ.:  ----------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი, თვე, წელი) პირობებით გამოცხადებულ  აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების -----------------------------------------------------------------                                                                                (ქონების დასახელება და საწყისი ფასი)  ------------------------------------------------------------------ პრივატიზების მიზნით, თანახმა ვარ შევასრულო  ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პირობა. ჩემ მიერ  გადახდილია  ბე და ბილეთის ფასი. დანართი: 1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში) 2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში) 3. გადახდილი  ბესა  და ბილეთის  ქვითრის ასლი. განმცხადებლის ხელმოწერა                                                                                                        თარიღი: (--- / ---/ 20  ---წ. ) დანართი №8 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს                                                      მოქალაქე: (იურიდიული პირი)  -------------------------------                                                      მისამართი: -------------------------------------------------------                                                                                 ტელ.:  ------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი, თვე, წელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამოცხადებულ  აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (ქონების დასახელება და საწყისი ფასი) . ჩემ მიერ  გადახდილია  ბე და ბილეთის ფასი. დანართი: 1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში) 2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში) 3. გადახდილი  „ბესა“  და ბილეთის  ქვითრის ასლი. განმცხადებლის ხელმოწერა                                                                                                       თარიღი: (--- / ---/ 20  ---წ. )   დანართი №9 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს                                                      მოქალაქე: (იურიდიული პირი)  -------------------------------                                                      მისამართი: -------------------------------------------------------- ტელ: ---------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა      გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის -------------------------------- მივიღე მონაწილეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტში გამართულ აუქციონში ------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------ პრივატიზების (ან სარგებლობის უფლებით გადაცემის)  მიზნით და გამოვცხადდი დმარცხებულად. გთხოვთ გადახდილი ბე  --------------------------------     დამიბრუნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები საიდენტიფიკაციო კოდი მიმღები ბანკი ბანკის კოდი ანგარიშის ნომერი განმცხადებლის ხელმოწერა თარიღი: (--- / ---/ 201 ---წ. ) დანართი №10 აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი № სახელი და გვარი მისამართი განაცხადის შემოტანის თარიღი და დრო საპრივატიზებო ობიექტი შენიშვნა ქონების დასახელება ლოტი 1 2 3 4 5 6 დანართი №11 სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი № სახელი და გვარი მისამართი განაცხადის შემოტანის თარიღი და დრო სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების  დასახელება შენიშვნა 1 2 3 4 5 6